Monday, November 19, 2012

ვის ეკუთვნის ბმული? ევროპა გუგლის წინააღმდეგ

მართლაც და, ვის ეკუთვნის ე.წ. ბმული, იგივე "ლინკი", ვინ არის მისი მფლობელი - ის ვინც ე.წ. "დასალინკი მასალა და ლინკი" შექმნა თუ ის ვინც ეს ლინკი მსოფლიოს დაუკავშირა და აჩვენა? პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს მილიონობით პროდუქციის მწარმოებელთან, რომლებიც ათავსებენ საკუთარ ინტელექტუალურ თუ სხვა პროდუქციას თავიანთ ვებ-გვერდებზე და მეორე შემთხვევაში გუგლთან, რომელიც ამ ვებგვერდების ინდექსაციას და შესაბამისად მათ განთავსებას ინტერნეტში.

როგორც ჩანს ბებერი ევროპა გვიან მიხვდა რომ სწორედ მსგავსი მარტივი ინდექსაციით გახდა გუგლი მილიარდერი დააკავშირა რა ეს ლინკები ერთმანეთს და მიიღო მოგება მილიონობით რეკლამის დამკვეთისაგან. ნათქვამია სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო და ევროპელმა გამომცემლებმაც გადაწყვიტეს თვითონაც მიიღონ სარგებელი ამ საქმიდან. კერძოდ, ისინი მოითხოვენ გუგლისგან გადასახადს ყველა იმ ლინკისათვის რომელიც გუგლმა გამოიყენა. ასე მაგალითად, გერმანიის პარლამენტი განიხილავს მერკელის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს რომლითაც ნებისმიერი გერმანული კომპანია უფლებამოსილი იქნება გუგლს მოთხოვოს გადასახადი როდესაც ეს უკანასკნელი მცირე ციტატებსაც კი  მოიყვანს არსებული საგაზეთო თუ საინფორმაციო ლინკებიდან. ამ ინიციატივას ფრანგებმაც აუბეს მხარი და საფრანგეთის პრეზიდენტმა ოლანდმა განაცხადა იგივე პრეტენზიის შესახებ.

Saturday, November 17, 2012

კიბერსამართლისა და კიბერუსაფრთხოების კვლევითი ცენტრი ინფო 9-ის ეთერში

კიბერსამართლისა და კიბერუსაფრთხოების კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან ბოძაშვილი საუბრობს, კიბერდანაშაულზე და უკანასკნელ დროს განვითარებულ მოვლენებზე ინფო 9-ის ეთერში.

Info 9

Saturday, June 23, 2012

კომპიუტერულ ინფორმაციასთან არამართლზომიერი შეღწევა


kompiuterul informaciasTan aramarTlzomieri SeRweva erT-erTi yvelaze ufro gavrcelebuli kompiuteruli danaSaulia. saqarTvelos sisxlis samarTlis kodeqsis 284-e muxlis Tanaxmad, gansaxilveli danaSaulis uSualo obieqtia kompiuteruli informaciis xelSeuxebloba (konfidencialoba), anu sakuTrebis ufleba kompiuterul (kibernetikul) informaciaze.


Monday, June 18, 2012

ინტერნეტი როგორც კომპიუტერული დანაშაულის ჩადენის საშუალება



kompiuterul danaSaulze saubrisas SeuZlebelia ar gavamaxvloT yuradReba iseTi saerTaSoriso masStabebis mqone kompiuterul qselze, rogoricaa interneti. xSirad ismis kiTxva, Tu rodis gaCnda interneti, ra aris is, da ra funqciebi aqvs mas? am kiTxvaze pasuxi unda veZeboT samociani wlebis aSS-Si.

Saturday, June 9, 2012

ამერიკული დემოკრატია აღარ არსებობს - ლორენს ლესიგი


ამ გამოსვლაში ჰარვარდის სამართლის სკოლის პროფესორი ლორენს ლესიგი საუბრობს ამერიკული დემოკრატიის მსხვრევაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და სისტემური პრობლემებით გამოწვეულ კონგრესის უუნარობაზე. პროფესორი ლესიგი არაერთხელ არის საქართველოში ნამყოფი და მონაწილეობდა 1995 წლის კონსტიტუციის შემუშავებაში. 






http://vimeo.com/16417825

Monday, June 4, 2012

ვირტუალური ბრძოლის ველი


ყოველდღიურად ჩვენთვის უხილავად და მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მდუმარე ბრძოლა კიბერსივრცეში, ბრძოლა დამცველებსა და ბოროტმოქმედთა შორის, თუმცა არსებობს დიდი და დადასტურებული საფრთხე, რომ ეს ყველაფერი მალე ვირტუალურ კონფლიქტში ანუ კიბერომში გადაიზრდება და კიბერსივრცე ნამდვილ ომის ველად იქცევა. ამ მოვლენის მონაწილეები კი ტყვიებისა და ბომბების ნაცვლად ბიტებსა და ბაიტებს იყენებენ. მცდარი იქნება ის მოსაზრება, რომ ციფრული იარაღები რეალურ სამყაროში ვერ მოახდენენ გავლენას. 21-ე საუკუნეში ყველაფერი ინტერნეტთან არის დაკავშირებული ან კომპიუტერებით იმართება:
  • სასწრაფო დახმარება
  • ფინანსური სისტება
  • ელექტრო ენერგია
  • წყლისა და გაზის მილსადენები
  • შეიარაღებული სისტემები
  • კომუნიკაციური ქსელები

Saturday, June 2, 2012

კიბერდანაშაულის ვიკიპედია ჰარვარდის ცენტრისგან

დაინტერესებულ მკითხველს ვთავაზობთ ჰარვარდის უნივერსიტეტის ინტერნეტისა და საზოგადოების ცენტრის მიერ ახლად შექმნილ მონაცემთა (ვიკი) ბაზას კიბერდანაშაულის შესახებ. აქ შეგიძლიათ ნახოთ როგორც მოხსენებები, ანგარიშები და წიგნები, ასევე სხვადასხვა მასალები კიბერსივრცისა და კიბერდანაშაულის შესახებ. ბაზა საინტერესოა როგორც იურისტების ასევე არაიურისტი მკითხველისათვის.
http://cyber.law.harvard.edu/cybersecurity/Table_of_Contents

Wednesday, May 23, 2012

მსგავსი დომეინ სახელების დავების გადაწყვეტის პოლიტიკა (UDRP)

რა არის მსგავსი დომეინ სახელების დავების გადაწყვეტის პოლიტიკა?


მსგავსი დომეინ სახელების დავების გადაწყვეტის პოლიტიკა ანუ (UDRP), არის სახელებისა და ციფრების მინიჭების ინტერნეტ კორპორაციის (ICANN) მიერ, 1999 წელს, შემუშავებული საარბიტრაჟო პოლიტიკა. აღნიშნული დოკუმენტი ეხება ყველა მაღალი დონის დომეინებს, როგორებიცაა .aero, .asia, .biz, .cat, .com, .coop, .info, .jobs, .mobi, .museum, .name, .net, .org, .pro, .tel, .travel და ქვეყნების დომეინებს. 

Tuesday, May 22, 2012

კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის რეფორმა


ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იცვლება კიბერდანაშაულის გამოვლინება და ფორმები. კიბერდანაშაულის თანამედროვე ფორმის ეფექტური სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით აუცილებელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, დახვეწილი საკანონმდებლო ბაზის არსებობა. 
ამ დრომდე კანონმდებლობა, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსის ХХХV თავი „კომპიუტერული დანაშაული", ვერ უზრუნველყოფდა თანამედროვე ფორმის კიბერდანაშაულის ეფექტიან რეგულირებას. მაგალითისთვის, კომპიუტერის ნაცვლად მოიხსენიებდა - ელექტროგამომთვლელ მანქანას (ეგმ), არ ითვალისწინებდა კომპიუტერული სისტემის მეშვეობით დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობას, კიბერდანაშაულისათვის დამახასიათებელ ელემენტებს, საჭირო დეფინიციებს და სხვა. ეფექტური გამოძიების მიზნებისთვის და ამავდროულად პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ჯეროვანი დაცვის უზრუნველსაყოფად ცვლილებებს საჭიროებდა აგრეთვე საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ". 
ცვლილებების მოკლე აღწერა 

Saturday, May 19, 2012

21-ე საუკუნის ყველაზე სახიფათო დანაშაული

მსოფლიოში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი სწრაფად იზრდება. ინტერნეტმა ყველა სფეროს, როგორიცააა გართობა, მეწარმეობა, სპორტი, განათლება და სხვა, ახალი შესაძლებლობები შემატა. თუმცა მედალს ორი მხარე აქვს, ეს კი ინტერნეტზეც ვრცელდება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაკლი კიბერ დანაშაულია - უკანონო ქმედება რომელიც ხორციელდება ინტერნეტში. დღეს ხშირად ხდება კომპიუტერული სისტემების გამოყენება ისეთი უკანონო ქმედებებისათვის, როგორიცაა  ელ-ფოსტით შპიონაჟი, საკრედიტო ბარათებით მაქინაცციები, სპამი, მეკობრეობა და ა.შ. კიბერისვრცეში არსებული კრიმინალური ქმედებების რიცხვი კი იზრდება

Thursday, May 17, 2012

ვინ არის პასუხისმგებელი თქვენი საბანკო ანგარიშის უსაფრთხოებაზე?

ცალსახა პასუხი არ არსებობს. არსებობენ მხოლოდ ვარიანტები. ამ ვარიანტებს ადგენს ერთის მხრივ კანონი, თუ ასეთი არსებობს, და მეორეს მხრივ თქვენი სამომხმარებლო შეთანხმება ბანკთან, როდესაც თანხმდებით ინტერნეტ ბანკინგზე. საბოლოოდ კი სასამართლო, კიბერადვოკატის დახმარებით ან უმისოდ, თუ მხარეები ვერ თანხმდებიან ანაზღაურებაზე.

ზოგადად პასუხისმგებლობის საკითხი ასე განისაზღვრება, პასუხისმგებელია:

კიბერშეურაცხყოფა



ქსელის პოპულარობის ყოველდღიურ ზრდასთან ერთად, შეურაცხყოფის ფაქტებმა რეალური ცხოვრებიდან ინტერნეტის ვირტუალურ სამყაროში გადაინაცვლა და მას კიბერშეურაცხყოფა ეწოდა. დღეს, ანონიმური კომუნიკაციების გამო კიბერშეურაცხყოფა ისეთი ადვილია, როგორც არასდროს.

Wednesday, May 16, 2012

როგორ დავიცვათ საკუთარი დომეინის სახელი

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ თქვენი წარმატებული ბიზნესი, რომლის წარმატებაში თქვენს ელექტრონულ გვერდს მნიშვნელოვანი როლი აქვს, ერთ დღეს აღმოჩნდება სახელის გარეშე. მინიმუმ, იგივე სახელით ვეღარ ისარგებლებთ და მოგიწევთ ახლის აღება. ეს გამოიწვევს მთელი სარეკლამო კამპანიის თავიდან ჩატარებასა და მომხმარებლების სამართლიან უკმაყოფილებას, რომ აღარაფერი ვთქვათ დანაკარგებსა და სხვა ხარჯებზე. ვინაიდან დღეს უკვე წარმოუდგენელია საბანკო, საშოპინგო თუ თითქმის ნებისმიერ სხვა სახის ბიზნესი ვებგვერდის გარეშე. დომეინის სახელს, როგორც უკვე საფირმო ნიშანს, უდიდეს როლი ენიჭება. დომეინის სახელი დღესდღეობით უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია ნებისმიერი ბიზნესისათვის იმდენად რამდენადაც იგი წარმოაჩენს საწარმოს, მაღაზიას, ადვოკატურასა თუ სხვა სახის ბიზნეს ინტერნეტ სივრცეში. ამდენად მისი დაკარგვა, განსაკუთრებით მისი გამოყენებიდან და დამკვიდრებიდან ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ ნებისმიერს დიდი თავისტკივილის წინაშე დაააყენებს.  

რატომ და როგორ შეიძლება ეს მოხდეს?

Tuesday, May 15, 2012

კიბერ ტერორიზმი - 21-ე საუკუნის საფრთხე


დღეს მეწარმეობა, ხელისუფლება, ინდუსტრია და საზოგადოება მიჯაჭვულია ინფორმაციასთან ეს კი ახალ შესაძლებლობებს უხსნის ტერორიზმს. წარმოიდგინეთ ერთი დღე ინტერნეტის გარეშე, რა გავლენას იქონიებს ის? რა კავშირშია მასთან კიბერ ტერორიზმი?








Monday, May 14, 2012

პასუხისმგებლობა ატვირთულ მასალებზე

20 აპრილს გერმანიის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Youtube პასუხისმგებელია მომხმარებლების მიერ ატვირთული დეფამაციური და საავტორო უფლებების დამრღვევი მასალების კონტროლზე. GEMA, გერმანული საავტორო უფლებების დამცველი ორგანიზაცია, თავის სარჩელში ამტკიცებდა, რომ 12 მუსიკალური ვიდეო რომელიც ატვირთულ იქნა Youtube-ზე არღვევდა საავტორო უფლებებს. 12- დან 7 შემთხვევაში სასამართლომ გაითვალისწინა სასარჩელო მოთხოვნა.

საინტერესოა ჩანაწერი ყველაზე რეიტინგული ქართული პორტალის myvideo.ge-ს სამომხმარებლო შეთანხმებაში: "3.10. ავტორი თანახმაა, რომ მას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მის მიერ საიტზე განთავსებულ ვიდეორგოლებთან დაკავშირებით. ადმინისტრაციას არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვიდეორგოლების შინაარსზე და კანონმდებლობასთან მათ შესაბამისობაზე, საავტორო უფლებების დარღვევაზე, სასაქონლო ნიშნების, ფირმების დასახელებებისა და მათი ლოგოტიპების არასანქციონირებულ გამოყენებაზე, აგრეთვე, საიტზე ვიდეორგოლების განთავსებასთან დაკავშირებით მესამე პირთა უფლებების შესაძლო დარღვევაზე. მესამე პირთაგან ვიდეორგოლის განთავსებასთან დაკავშირებული პრეტენზიების მიღების შემთხვევაში, ავტორი დამოუკიდებლად და საკუთარ ხარჯზე მოაგვარებს აღნიშნულ პრეტენზიებს."

როგორც ჩანს გერმანიის სასამართლოსთვის მსგავსი ტიპის ჩანაწერი Youtube-ის სამომხმარებლო შეთანხმებაში საკმარისი არ აღმოჩნდა.

მონოპოლია ინტერნეტში - რატომ დააჯარიმეს Google

ცოტა ხნის წინ საფრანგეთის სასამართლომ Google-ს 500 000 ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლომ განმარტა, რომ კომპანიამ ბოროტად გამოიყენა მისი დომინანტური პოზიცია ბაზარზე. ფრანგული, ისევე როგორც ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა (ეს უკანასკნელი სავალდებულოა ყველა წევრი ქვეყნისათვის), კრძალავს ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას, რაც გამოიხატება, inter alia, პროდუქციაზე ისეთი ფასების დაწესებით, რომელიც წარმოების ხარჯზე დაბალია. კონკურენციის სამართალში ამას ეწოდება predatory pricing და იგი დაიშვება მცირე ხნით განსაკუთრებულ შემთხვევებში (პრომო აქცია, სხვ.) და იმ პირობით, რომ იგი იქნება არამრავალჯერადი, ხანმოკლე და მომხმარებლის უფლებებზე ორიენტირებული. ამასთან ასეთი ქმედება გამართლებული უნდა იყოს იმით, რომ სხვა რაიმე საშუალებით დასახული მიზანი ვერ იქნებოდა მიღწეული.

ოფლაინ და ონლაინ არბიტრაჟი

ტექნოლოგიების განვითარებამ გადაინაცვლა დავის მოგვარების სფეროშიც, რამაც მოგვცა შესაძლებლობა მოვაგვაროთ მხარეთა შორის უთანხმოებები ონლაინ რეჟიმში. თუმცა ამის მიუხედავად ტრადიციულ და ონლაინ არბიტრაჟს შორის მაინც არსებობს გარკვეული განსხავავებები და დავის მოგვარების ეს ორი ფორმა არანაირად  არ არის იდენტური.


Sunday, May 13, 2012

გლობალური კიბერ უსაფრთხოების ზოგადი მიმოხილვა


21-ე საუკუნე ვირტუალური სამყაროსა და ზოგადად ინტერნეტ კავშირის ეპოქაა, ამ ორი ელემენტის ერთობლიობა კი აყალიბებს ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილს, რომელსაც კიბერსივრცეს ვუწოდებთ. მისი დახმარებით, შეგვიძლია ფაქტიურად მომენტლურად მივიღოთ სასურველი ინფორმაცია, დავამყაროთ კავშირი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
მიუხედავად აღნიშნული სიკეთეებისა კიბერსივრცის დღევანდელი არქიტექტურა ვერ გვაძლევს ამ კავშირების უსაფრთხოების გარანტს, რაც მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე აყენებს უბრალო მოქალაქეებს, მსოფლიო ეკონომიკასა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს გლობალურ ინფრასტრუქტურას. ამის ნათელი მაგალითები კი წარსულსა და აწმყოშიც მრავლად არის.
ამ მიზეზებიდან გამომდინარე კიბერ უსაფრთხობა წარმოადგენს თანამედროვე სამყაროს ნამდვილ გამოწვევას, რომელთან გამკლავებაც, მხოლოდ სამართალმცოდნეების, უსაფრთხოების ექსპერტებისა და საზოგადოების აქტიური მონაწილეობით არის შესაძლებელი. იმასათვის, რომ უფრო ნათლად დაგანახოთ აღნიშნული პრობლემის რეალურობა, წარმოგიდგინოთ სტატისტიკურ მონაცემებს, გლობალური კიბერ დანაშაულის შესახებ.

ელექტრონული მმართველობა

Saturday, May 12, 2012

ვის ეკუთვნის ინტერნეტი?

არის თუ არა ინტერნეტი ვინმეს საკუთრება? ამ ერთი შეხედვით მარტივ კითხვაზე პასუხი საკმაოდ რთულია. არაერთი სწორი თუ მცდარი პასუხიდან მინიმუმ 2 არსებობის ლეგალურ უფლებას იმსახურებს - 1. ინტერნეტი ეკუთვნის მომწოდებელს (ე.წ. პროვაიდერს ISP) და 2. მომხმარებელს, ანუ ჩვენ ყველას. იმისათვის, რომ ეს ვირტუალური პროდუქტი, ქონება მომხმარებელს ეკუთვნოდეს ფორმალურად, მის მოწოდება/შეწყვეტაზე ფორმალური კონტროლის განხორციელების უფლება არავის არ უნდა ჰქონდეს. ამდენად მთავარია არა ის თუ რამდენად მაღალშემოსავლიანი ვებპორტალის მფლობელი (ცუკენბერგი) ხარ არამედ ის თუ ვინ გაწვდის სიგნალს. და თუ ვინმეს ამ სიგნალის მოწოდება/შეწყვეტაზე ხელი არ მიუწვდება, ფორმალურად, მაშინ ინტერნეტი გამოდის რომ ნეიტრალური ყოფილა, ანუ თან ყველასი, თან არავისი. 

მსოფლიოში სულ 2 სახელმწიფოა, რომელმაც ინტერნეტი ნეიტრალურად გამოაცხადა. ერთი იყო ჩილე, ხოლო 11 მაისიდან ჰოლანდიაც. ინტერნეტის ნეიტრალურად გამოცხადება გამოიხატება იმაში, რომ ჰოლანდიაში მიღებული ახალი კანონის მიხედვით ინტერნეტ პროვაიდერ კომპანიებს ეკრძალებათ ინტერნეტის მიწოდების შეწყვეტა ან სიჩქარის დაკლება თავიანთი მომხმარებლებისათვის. რა თქმა უნდა კანონი ითვალისწინებს ტექნიკურად მოტივირებულ გადახვევებს ამ აკრძალვებიდან, კერძოდ სიჩქარის დაკლებასა და დროებით შეწყვეტასთან მიმართებაში, მაგრამ როგორც დროებით ზომას, რომელსაც კარგად მოტივირებული გადაწყვეტილება უნდა ედოს საფუძვლად. ამასთან, კანონი ითვალისწინებს, რომ მობილური და ინტერნეტ სერვისების მომწოდებელ კომპანიებს ეკრძალებათ სერვისის გადასახადის კლიენტებთან შეთანხმების გარეშე გაზრდა ან რაიმე სახის დამატებითი მოსაკრებლის დაწესება.
კანონი პირდაპირ ითვალისწინებს, რომ პროვაიდერ კომპანიებს ეკრძალებათ Skype-ისა და  SMS-ს სერვისების შეზღუდვა და დაბლოკვა. 



Sir Tim Berners-Lee

1990 წელს ამ ადამიანმა გამოიგონა ინტერნეტი, მაგრამ ის მისი საკუთრება არაა. გამოდის, რომ თუ მსგავსი კანონი სხვა ქვეყნებშიც არ იქნება მიღებული, ინტერნეტის მესაკუთრეებად ითვლებიან ინტერნეტის მომწოდებელი კომპანიები. ინტერნეტის მფლობელობის შესახებ წარმოგიდგენთ ლორენს ლესიგის ცნობილ სტატიას http://www.ttivanguard.com/bru_reconn/lessig.pdf

დიდი ბრიტანეთის მონაცემთა დაცვის სამართლებრივი ჩარჩოები

ევროპული მონაცემთა დაცვის დამკვირვებელმა (ემდდ) წარმოადგინა საკუთარი შეხედულება კომისიის დებატებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხებოდა "ევრო გაერთიანებაში პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებაზე გაღრმავებულ მიდგომას". აღნიშნული დებატები ასახავენ კომისიის მიდგომას, პირად მონაცემთა დაცვის ევრო გაერთიანების სამართლებრივი სისტემის შესახებ. ემდდ-ს ზოგადი შეფასება დადებითია. საკუთარი აზრის გამოხატვის პროცესში, ის ხაზს უსვამს არსებული სამართლებრივი რეჟიმის ზოგიერთ ასპექტს, რაც მისი აზრით მოითხოვს განახლებას, აქედან გამომდინარე კიდამკვირვებელმა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გააკეთა.

Friday, May 11, 2012

ელექტრონული ბიზნეს რეგისტრატურა



2007 წლიდან ესტონეთში მოქმედებს ელექტრონული ბიზნეს რეგისტრატურა. მისი საშუალებით შესაძლებელია საწარმოს დაფუძნება და რეგისტრაცია ელექტრონულად, სახლიდან გაუსვლელად. მისი მეშვეობით ხდება არა მხოლოდ რეგისტრაცია, არამედ შემდგომი ცვლილებების შეტანა საწარმოს დოკუმენტაციაში, საფინანსო ანგარიშების წარდგენა, სხვა კომპანიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოპოვება, პოლიტიკური პარტიების წევრთა შესახებ ინფორმაციის მიღება და წარმოადგენს ელექტრონული მმართველობის სწრაფ და უსაფრთხო საშუალებას. ამ სისტემამ დაამყარა მსოფლიო რეკორდი, როდესაც მისი მეშვეობით მოხდა საწარმოს რეგისტრაცია 18 წუთში. სისტემა იღებს საზღვარგარეთ არსებულ ციფრულ ხელმოწერებს, რამაც მისი მოხმარება 20 მილიონამდე გაზარდა (ესტონეთის მოსახლეობა 1.5 მილიონია სულ). 


სისტემის მეშვეობით შესაძლებელია ყველა საჯარო ორგანოდან ელექტრონულად ინფორმაციის მიღება და რეგისტრაციის განხორციელება.


Google-ს კომბინირებული საიდუმლოების პოლიტიკა

Commission Nationale de l’Informatique et des Libertés (CNIL)-მა განაცხადა, რომ  "მიესალმება Google-ს მცდელობას განავითაროს და გაამარტივოს პირადი საიდუმლოების პოლიტიკა, თუმცა მისი ახალი პოლიტიკა ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს"



ტერმინთა განმარტება




წარმოგიდგნეთ იმ მნიშვნელოვანი ტერმინების ქართულ განმარტებას, რომლებიც ხშირად გვხვდება კიბერსივრცესა და  კიბერსამართალში. 


კიბერშეტევის სამართლებრივი ასპექტები

წინამდებარე სტატია მიმოიხილავს რუსეთის ფედერაციის საქართველოს კიბერსივრცეზე შეტევის განხორციელების სამართლებრივ ასპექტებს 2008 წლის აგვისტოში

http://www.amcham.ge/photos/giti-2010-10-10/07.pdf

Thursday, May 10, 2012

არის თუ არა კიბერსივრცე რეგულირებადი?

წარმოგიდგენთ ბარლოუს 1996 წელს დაწერილ კიბერსივრცის დამოუკიდებლობის ცნობილ დეკლარაციას. ნიშანდობლივია, რომ ჯერ კიდევ ინტერნეტის ჩამოყალიბების ამ ადრეულ ეტაპზე ჯონ ბარლოუმ შემდეგი ფრაზა განაცხადა: "თქვენი ლეგალური კონცეფციები საკუთრების, გამოხატვის, იდენტობის და კონტექსტის შესახებ ჩვენ არ გვეხება, ჩვენზე გავლენას ვერ ახდენენ, რადგან ისინი მატერიაზე არიან დაფუძნებულნი და აქ მატერია არაა. ჩვენს იდენტობებს სხეული არ აქვთ, თქვენგან განსხვავებით, ჩვენ წესრიგის შესაქმნელად ძალის დემონსტრიტრება არ გვჭირდება. ჩვენ გვჯერა რომ ჩვენი ეთიკიდან, განათლებული თვით ინტერესიდან და ამაზე დაშენებული საზოგადოების კეთილდღეობა ჩვენი მმართველობიდან ამოიძერწება. ჩვენი იდენტობები შეაღწევს თქვენს განსხვავებულ იურისდიქციებში. და ერთადერთი კანონი რომელსაც ჩვენ ვაღიარებთ ოქროს წესია. ჩვენ იმედი გვაქვს ჩვენ შევძლებთ ჩვენი საკუთარი პრობლემების გადაწყვეტას და ჩვენ არ მივიღებთ გადაწყვეტილებებს რომლების თავზე მოხვევასაც თქვენ ცდილობთ."


ცენზურა ინტერნეტში, სამართლებრივი აქტების მიმოხილვა


2011 წლის ყველაზე გახმაურებული კანონპროექტები , რომლებიც ინტერნეტზე ე.წ ცენზურის დაწესებას ითვალისწინებდნენ იყო აქტი ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ და აქტი ონლაინ მეკობრეობის წინააღმდეგ (სრული ტექსტები შეგიძლიათ იხილოთ აქ სამართლებრივი აქტები). მიუხედავად იმისა, რომ კანონები გარკვეულწილად განსხვავდება ერთმანეთისაგან, ისინი იზიარებენ ერთი და იმავე მიდგომასა და სამართალ აღსრულების ფილოსოფიას, რაც სერიოზული კონსტიტუციური პრობლემების წინაშე გვაყენებს. ამასთანავე ამ აქტების ამოქმედებამ შეიძლება საფრთხის წინაშე დააყენოს ინტერნეტის სტაბილურობა და უსაფრთხოება, ურთიერთკავშირის პრინციპი რამაც ამგვარი პოპულარობა მოუტანა ინტერნეტს და განავითარა სიტყვის თავისუფლება.

Wednesday, May 9, 2012

ონლაინ თამაშების სამართლებრივი რეგულირება

ამ პოსტში საუბარია ისეთ თამაშებზე, რომელთანაც დაკავშირებულია ფულადი სახსრების (ე.წ. "ელექტრონული ვალუტის") მიმოქცევა - ონლაინ კაზინოები, ტოტალიზატორები, სოციალურ ქსელებში არსებული თამაშები და სხვა.
აშშ-ს, კონტინენტური ევროპული კავშირისა და ბრიტანეთის შედარებითი ინფორმაციული ანალიზი მოყვანილია წინამდებარე სტატიაში, რომელსაც ქართულად მოგვიანებით განვათავსებთ.


ლიტერატურა, მასალები, რესურსები



საქართველოს საპატენტო კანონი

სასაქონლო ნიშნების შესახებ კანონი

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონი

ელექტრონული კომუნიკაციების კომუნიკაციების შესახებ კანონი

ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენცია

ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ კანონი

ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების და ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიმნიჭებელი პირის განსაზღვრის შესახებ კანონი

საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ კანონი







რა არის კიბერსამართალი?

რა არის კიბერსამართალი, რას მოიცავს, შეისწავლის და არეგულირებს ის? ამ კითხვებზე მარტივი პასუხის გაცემას ქვემოთ შევეცდები:


როგორც ჩანს, კიბერსივრცის სამართლის რაობის დადგენა არც თუ ისე მარტივი საქმეა. პირველ რიგში განსასაზღვრია თუ რა არის კიბერ სივრცე. გაეროს დეფინიციით ეს არის ელექტრონული, ვირტუალური სივრცე, რომელშიც ხდება ინფორმაციისა და მონაცემების გადაცემა და ნებისმიერი სხვა სახის კომუნიკაცია ელექტრონული საშუალებით და არა მხოლოდ კომპიუტერით. მოიაზრება როგორც კომპიუტერი, კომპიუტერული ქსელი, მობილური თუ სხვა ტექნიკური საშუალება, რომელიც ტექნოლოგიურად უზრუნველყოფს აღნიშნული მოქმედებების შესრულებას რამდენიმე ობიექტს შორის. ამდენად კიბერ სამართალი ხშირად განისაზღვრება დაყოფილად და გხვდება შემდეგი ტერმინების სახით: ინტერნეტის სამართალი, ელექტრონული კომერციის სამართალი, კომპიუტერული ან ინფორმატიკული (და არა საინფორმაციო) სამართალი და სხვა. შეიძლება უპრიანი ყოფილიყო მისთვის გვეწოდებინა "ციფრული სამართალი", რადგან ამ შემთხვევაში ეს ტერმინი მოიცავდა გაცილებით მეტს ვიდრე მხოლოდ ინტერნეტის სამართალი ან ელექტრონული კომუნიკაცია.

ასეა თუ ისე, კიბერსამართალი მოიცავს შემდეგს და არა მხოლოდ:

ა) საავტორო უფლებებს
ბ) სავაჭრო ნიშნებს
გ) პატენტებს
დ) სადომეინო დავებს
ე) კონტრაქტებსა და ელექტრონულ გარიგებებს
ვ) დეფამაციას
ზ) დასაქმებასა და შრომით უფლებებს
თ) მონაცემთა დაცვას
ი) სავაჭრო საიდუმლოებებს
კ) კიბერდანაშაულს



კონსულტაცია და სერვისები

ბლოგის ავტორები შეეცდებიან გასცენ პასუხი თქვენს კითხვებს და გაგიწიონ უფასო ონლაინ კონსულტაცია კიბერსამართლის საკითხებზე, როგორც აქ დაპოსტვით ასევე ელ.ფოსტის მეშვეობით.

ამასთან ერთად გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას: ელექტრონული ხელშეკრულებებისა (User Agreement) და საიდუმლოების პოლიტიკის შექმნა (Privacy Policy)

კიბერდანაშაული

ნიკა კოხრეიძე

რა არის კიბერ დანაშაული?
კაცობრიობის ჩამოყალიბებისთანავე, ადამიანს გააჩნდა პროგრესისა და უკეთესი ტექნოლოგიური განვითარების წყურვილი. ამან კი მიგვიყვანა დიდ განვითარებასა და პროგრესამდე, რომლითაც საფუძველი ჩაეყარა კაცობრიობის შემდგომ განვითარებას. ყველა იმ მნიშვნელოვან გადადგმულ  ნაბიჯს შორის, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ინტერნეტის განვითარება, რომელმაც ჩამოაყალიბა ადამიანების საერთო ენა და შექმნა კომპიუტერების გლობალური ქსელი. 1969 წელს, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა გასცა დავალება შექმნილიყო სუპერ ქსელი სახელად ARPANET (Advanced   Research   Projects   Agency   Network).მისი ჩამოყალიბება იგეგმებოდა 40 კომპიუტერისგან შემდგარ სამხედრო ქსელად, რომლებიც დაკავშირებული იქნებოდნენ შეერთებებითა და ხაზებით. აღნიშნული ქსელი ნელ-ნელა გაიზარდა და შედეგად დაიბადა ინტერნეტი. 1981 წლისთვის, 200-ზე მეტი კომპიუტერი იყო დაკავშირებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დღეს კი ეს ციფრი რამოდენიმე მილიარდია.

ელექტრონული (ინტერნეტ) შეთანხმებები

ლევან ბოძაშვილი


ელექტრონული (ციფრული) კონტრაქტი ანუ ინტერნეტ შეთანხმებები- აუცილებლობა ქართულ კანონმდებლობაში


ყოველდღიურად ინტერნეტის ერთი აქტიური მომხმარებელი საშუალოდ 4-5 ელექტრონულ კონტრაქტს დებს.  აბსოლუტური უმრავლესობა ასეთი მომხმარებლებისა არ კითხულობს მათ. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის: ა) ასეთი კონტრაქტები მომხმარებლის მხრიდან ცვლილებას არ ექვემდებარება და თუ მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია ასეთ ვებსაიტზე შესვლა ის მაინც აწერს ხელს კონტრაქტს; ბ) კონტრაქტები, როგორც წესი, განსხვავებული და ხშირ შემთხვევაში მცირე ზომის შრიფტებით არის დაწერილი და გ) ასეთი კონტრაქტების დიდი მოცულობიდან გამომდინარე, რომელთა წაკითხვა საკმაოდ დიდ დროსთან არის დაკავშირებული. მაგრამ ჩნდება კითხვა: არის თუ არა ელექტრონული კონტრაქტი იგივე იურიდიული ძალის მატარებელი როგორც წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულება?

ელექტრონული ნოტარიზაცია

სჭირდება თუ არა ქართულ ბაზარს ელექტრონული ნოტარიზაცია და არის თუ არა იგი მზად მისი გამოყენებისა და დანერგვისათვის?



https://cdn.nationalnotary.org/Media/MIT-eNot0106.pdf

კიბერსამართლის საჭიროება

ჯოზეფ სომერსის 12 წლის წინ დაწერილი წინამდებარე სტატია მიმოიხილავს კიბერსივრცის სამართლის საჭიროებას და მის მზარდ როლს სამართლის სფეროში. ქართულად მოგვყავს მისი მოკლე ამონარიდი:

უკანასკნელ 5 წელიწადში ინტერნეტმა უდიდესი ყურადღება მიიპყრო. მრავალი ჯგუფი და კომენტატორი უკვე საუბრობს კიბერსამართალზე როგორც რევოლუციაზე, რომელიც ქარიშხალივით დაატყდა თავს სამართლის ლანდშაფტს. იგივე ჯგუფები ამტკიცებენ, რომ ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიები გვაყენებენ ისეთი პრობლემებისა და ამოცანების წინაშე რომელთა გადაჭრა ტრადიციული სამართლის დარგებს არ შეუძლიათ. ავტორი ამტკიცებს, რომ კიბერსამართალი არ წარმოადგენს განყენებულ სამართლის დარგს და რომ მისი განყენებულად წარმოჩინება სახიფათოა, იმდენად რამდენადაც არც ტექნოლოგიები ქმნიან მის ნორმებს და არც სხვა დარგებისგან განცალკევებულად მისი გამოყენება იქნებოდა გამართლებული. გამომდინარე აქედან, უმრავლესი იურიდიული პრობლემები რაც ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად წარმოიშობა არ არის ახალი და რომ სამართლის სხვა დარგებს ძალუძთ მათი ავტონომიურად გადაჭრა.

რა არის კიბერსივრცე?


The term ‘cyberspace’ was first coined by William Gibson in his 1982 short story ‘Burning Chrome’ to refer to a computer generated virtual reality. However, the term became popular in 1984, after its use in Gibson’s novel Neuromancer. Etymologically, cyberspace is a compound word and the origin of the first term ‘cyber’ comes from the Greek word kybernetes, which means pilot, governor, and ruler. The root ‘cyber’ is also related to ‘cyborg’, a term that describes a human-machine synthesis resulted by connecting the human body in advanced high-tech devices.
According to Gibson, cyberspace is the name of a real non-space world, which is characterised by the ability for virtual presence of, and interaction between, people through ‘icons, waypoints and artificial realities’. The Gibsonian cyberspace is an urban ‘thin’ space (Kneale, 1999), dealing with urban experiences and problems such as crime, social exclusion and poverty. It mirrors socio-economic conflicts and geographical divisions that occur in enormously enlarged and highly polarised cities, in which speed and movements over the virtual world of cyberspace are the key metaphors for new spatial experiences. Gibson himself recognises that, by his imaginative stories, he did not predict the widespread use of computer networks like Internet around the globe, but he simply used actual technological developments to make sense of the imagined and futuristic worlds described in his novels (Gibson, 1996).