Tuesday, May 22, 2012

კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის რეფორმა


ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იცვლება კიბერდანაშაულის გამოვლინება და ფორმები. კიბერდანაშაულის თანამედროვე ფორმის ეფექტური სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით აუცილებელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, დახვეწილი საკანონმდებლო ბაზის არსებობა. 
ამ დრომდე კანონმდებლობა, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსის ХХХV თავი „კომპიუტერული დანაშაული", ვერ უზრუნველყოფდა თანამედროვე ფორმის კიბერდანაშაულის ეფექტიან რეგულირებას. მაგალითისთვის, კომპიუტერის ნაცვლად მოიხსენიებდა - ელექტროგამომთვლელ მანქანას (ეგმ), არ ითვალისწინებდა კომპიუტერული სისტემის მეშვეობით დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობას, კიბერდანაშაულისათვის დამახასიათებელ ელემენტებს, საჭირო დეფინიციებს და სხვა. ეფექტური გამოძიების მიზნებისთვის და ამავდროულად პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ჯეროვანი დაცვის უზრუნველსაყოფად ცვლილებებს საჭიროებდა აგრეთვე საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ". 
ცვლილებების მოკლე აღწერა 


  • შემოღებულ იქნა იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა კიბერდანაშაულის ჩადენისათვის
  • დაიხვეწა ინტელექტუალური საკუთრების შესახებ მუხლი (საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების ხელყოფა)
  • დაიხვეწა ბავშვთა პორნოგრაფიის მუხლი.
  • მთლიანად განახლდა სისხლის სამართლის კოდექსის ХХХV თავი, რომელიც ცლილებების შედეგად მოიცავს შემდეგ დანაშაულებს:
  • კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა - დაემატა და ჩაანაცვლა ძველი მუხლი
  • კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება- კრძალავს ისეთი კომპიუტერული პროგრამის/მოწყობილობის დამზადებას, გაყიდვას თუ გავრცელებას, რომლის მიზანია კიბერდანაშაულის ჩადენა (ვიწრო მნიშვნელობით)
  • კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა შედგება ორი ნაწილისაგან, პირველი კრძალავს კომპიუტერული მონაცემების  დაზიანებას, შეცვლას და ნებისმიერ სხვა მოქმედებას, რომელიც ხელყოფს მონაცემთა მთლიანობას, ხოლო მუხლის მეორე ნაწილი კრძალვას კომპიუტერული სისტემის ხელყოფას.
  •  ცვლილებები შეეხო საპროცესო კანონმდებლობასაც, დაემატა სპეციფიური საგამოძიებო მოქმედებები, ტერმინთა განმარტება და სხვა.
წყარო: http://www.justice.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=667 იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდი

No comments:

Post a Comment