Thursday, May 10, 2012

არის თუ არა კიბერსივრცე რეგულირებადი?

წარმოგიდგენთ ბარლოუს 1996 წელს დაწერილ კიბერსივრცის დამოუკიდებლობის ცნობილ დეკლარაციას. ნიშანდობლივია, რომ ჯერ კიდევ ინტერნეტის ჩამოყალიბების ამ ადრეულ ეტაპზე ჯონ ბარლოუმ შემდეგი ფრაზა განაცხადა: "თქვენი ლეგალური კონცეფციები საკუთრების, გამოხატვის, იდენტობის და კონტექსტის შესახებ ჩვენ არ გვეხება, ჩვენზე გავლენას ვერ ახდენენ, რადგან ისინი მატერიაზე არიან დაფუძნებულნი და აქ მატერია არაა. ჩვენს იდენტობებს სხეული არ აქვთ, თქვენგან განსხვავებით, ჩვენ წესრიგის შესაქმნელად ძალის დემონსტრიტრება არ გვჭირდება. ჩვენ გვჯერა რომ ჩვენი ეთიკიდან, განათლებული თვით ინტერესიდან და ამაზე დაშენებული საზოგადოების კეთილდღეობა ჩვენი მმართველობიდან ამოიძერწება. ჩვენი იდენტობები შეაღწევს თქვენს განსხვავებულ იურისდიქციებში. და ერთადერთი კანონი რომელსაც ჩვენ ვაღიარებთ ოქროს წესია. ჩვენ იმედი გვაქვს ჩვენ შევძლებთ ჩვენი საკუთარი პრობლემების გადაწყვეტას და ჩვენ არ მივიღებთ გადაწყვეტილებებს რომლების თავზე მოხვევასაც თქვენ ცდილობთ."



ინდუსტრიული სამყაროს მთავრობებო, თქვენ გადაღლილო ხორცისა და რკინის გიგანტებო, მე მოვდივარ კიბერსირციდან, გონების ახალი სახლიდან. მომავლის სახელით, მოგმართავთ თქვენ წარსულის წარმომადგენელთ რომ დაგვანებოთ თავი. თქვენ ჩვენს შორის არ ხართ მიღებული. თქვენ არ გაქვთ ჩვენი შეკრების ადგილას სუვერენიტეტი.
ჩვენ არ გვყავს არჩეული მთავრობა, და სავარაუდოდ არც დაგვჭირდება, ასე რო თქვენ მოგმართავთ, რომელთაც არ გაქვთ ჩვენზე ძალაუფლება, ძალაუფლება ჩვენს თავისუფლებაზე. მე ვაცხადებ გლობალურ სოციალურ სფეროს რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, ბუნებრივად დამოუკიდებელს ტირანიისგან რომლის თავზე მოხვევასაც თქვენ ცდილობთ. თქვენ არ გაქვთ მორალური უფლება ჩვენი მართვისა, და არც რაიმე მეთოდი რომლითაც ჩვენს რეალურ დაშინებას შეძლებდით.


მთავრობები იღებენ საკუთარ "სამართლიან ძალაუფლებას" მართულთა მორჩილების ხარჯზე. ჩვენს შემთხვევაში თქვენ ეს ჩვენგან არ მიგიღიათ. ჩვენ თქვენ არ დაგვიპატიჟებიხართ. თქვენ ჩვენ არ გვიცნობთ, და არ იცნობთ ჩვენ სამყაროს. კიბერსამყარო არაა შეზღუდული თქვენი საზღვრებით. არ იფიქროთ რომ თქვენ მას ააშენებთ, ისე თითქოს ეს იყოს საზოგადოებრივი კონსტრუქციის რაიმე პროექტი.
თქვენ ეს არ ძალგიწთ. ეს ბუნებრივი პროცესია, ბუნებრივი მშენებლობის პროექტი, რომელიც ჩვენი კოლექტიური ძალისხმევით იძერწება. თქვენ არ ხართ ჩართულები ჩვენს კოლექტიურ დიალოგში, და თქვენ არ ქმნით ჩვენთვის საბაზრო სიჭარბეს. თქვენ არ იცნობთ ჩვენს კულტურას, ჩვენს ეთიკას, ან დაუწერელ კანონებს, რომლებიც უფრო მეტ წესრიგს ძენენ ჩვენს საზოგადოებებს ვიდრე ზემოდან თავს მოხვეული თვქვენს მიერ შექმნილი წესრიგი. თქვენ ამტკიცებთ რომ ჩვენ გვაქვს პრობლემები რომლებიც თქვენ უდნა გადაჭრათ. თქვენ ამ მტკიცებას იყენებთ როგორც საბაბს ჩვენს სივრცეში შემოჭრისა. უმრავლესობა ამ პრობლემებისა არ არსებობს. და იქ სადაც არსებობს რეალური კონფლიქტები და გადახვევები, ჩვენ თავად მოვახდენთ მათ იდენტიფიცირებას და თავადვე გადავჭრით მათ.ჩვენ თავად ვაფორმებთ საკუთარ სოციალურ კონტრაქტს. ეს მმართველობა ამოიზრდება ჩვენგან და არა თავს მოგვეხვევა ზევიდან თქვენი ძალისხმებით. ჩვენი სამყარო თქვენი სამყაროსგან განსხვავედება. კიბერსამყარო შედგება ტრანზაქციებისგან, ურთიერთობებისგან და თავად, ფიქრისგან, ნააზრევისგან, რომელიც გენერირდება როგორც ტალღა ჩვენი კომუნიკაციით აზვირთებული. ჩვენი სამყარო ერთდროულად ყველგან და არსად არაა, მაგრამ ის იქ არაა სადაც სხეულები ცხოვრობენ.


ჩვენ ვაშენებთ სამყაროს სადაც ნებისმიერს შეუძლია შეღწევა პრივილეგიისა და წინასწარ ფორმირებული შეხედულებების გარეშე რასის, ეკონომიკური მდგომარეობის, სამხედრო ძალაუფლების ან დაბადებითი და თანდაყოლილი სხვა ნებისმიერი მდგომარეობითი განსხვავებულობისა.

ჩვენ ვქმნით სამყაროს სადაც ნებისმიერს, ნებისმიერ ადგილას შეუძლია გამოხატოს საკუთარი რწმენა, მიუხედავად იმისა რამდენად მარტოა ადამიანი ამ რწმენაში, შიშის გარეშე რომ ეს ადამიანი შესაძლოა მარტო დარჩეს, იძულებით კომფორმიზმში ჩავარდეს.

თქვენი ლეგალური კონცეფციები საკუთრების, გამოხატვის, იდენტობის და კონტექსტის შესახებ ჩვენ არ გვეხება, ჩვენზე გავლენას ვერ ახდენენ, რადგან ისინი მატერიაზე არიან დაფუძნებულნი და აქ მატერია არაა. ჩვენს იდენტობებს სხეული არ აქვთ, თქვენგან განსხვავებით, ჩვენ წესრიგის შესაქმნელად ძალის დემონსტრიტრება არ გვჭირდება. ჩვენ გვჯერა რომ ჩვენი ეთიკიდან, განათლებული თვით ინტერესიდან და ამაზე დაშენებული საზოგადოების კეთილდღეობა ჩვენი მმართველობიდან ამოიძერწება. ჩვენი იდენტობები შეაღწევს თქვენს განსხვავებულ იურისდიქციებში. და ერთადერთი კანონი რომელსაც ჩვენ ვაღიარებთ ოქროს წესია. ჩვენ იმედი გვაქვს ჩვენ შევძლებთ ჩვენი საკუთარი პრობლემების გადაწყვეტას და ჩვენ არ მივიღებთ გადაწყვეტილებებს რომლების თავზე მოხვევასაც თქვენ ცდილობთ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, თქვენ დღეს შექმნებით კანონი, ტელეკომუნიკაციის შესახებ, რეფორმირების აქტი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის თქვენსავე კონსტიტუციასთან და შეურაწყოფას აყენებს ჯეფერსონის, ვაშინგტონის, მილის, ბრანდეის და დეტოკვილის ოცნებებს.
ეს ოცნებები ეხლა თავიდან უნდა დაიბადონ ჩვენში. თქვენ საკუთარი შვილების გეშინიათ რომლებიც ადგილობრივნი არიან სამყაროში სადაც თქვენ სულ უფრო ემიგრანტები ხდებით. და რადგანაც თქვენ გეშინიათ, თქვენ აძლიერებთ თქვენს ბიუროკრატიებს "მშობლიური პასუხისმგებლობით". თქვენ საკუთარ თავთან კომფრონტაციისთვის უბრალოდ ლაჩრები ხართ. ჩვემ სამყაროში, ყველა გრძნობა და გამოხატვა ადამიანური ბუნებისა მიწიერიდან ღვთაებრივამდე შეადგენენ ერთი ჰარმონიული მთლიანობის ნაწილებს. ესაა ბაიტების გლობალური დიალოგი. ჩვენ არ შეგვიძლია ჰაერის საზღვრებში მოქცევა და იმ სივრცის შეზღუდვა რომელიც თავისუფლების ფრთებს ჭირდება.


ჩინეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, რუსეთში, სინგაპურში, იტალიაში, და ამერიკის შეერთებულ შტატებში თქვენ ცდილობთ ქირურგიული ჩარევით ამოჭრათ თვისუფლების ვირუსი, თქვენ ცდილობთ ბლოკპოსტების შენებით კიბერსამყაროს საზღვრებში მოქცევას. ამან შესაძლოა ვირუსის გავრცელება მცირე დროით შეაფერხოს, თუმცა ეს ვერ შეაჩერებს თავისუფლების ბაიტების შეღწევადობას გრძელვადიან პერსპექტიუვაში. თქვენი გადაშენების პირას მყოფი ინფორმაციული ინდუსტრიები თავის შენახვას კიდევ უფრო მეტი კანონების და რეგულაციების შემუშავებით შეეცდებიან, ამერიკაში იქნება ეს თუ სხვაგან, რეგულაციებისა რომელნიც შეეცდებიან გამოხატვის თავისუფალი ფორმების დასაკუთრებას. ეს კანონები გამოაცხადებენ იდეებს როგორც კიდევ ერთ ინდუსტრიულ პროდუქტს, არაფრით განსხვავებულს ნედლი რკინისგან.
ჩვენს სამყაროში კი ადამიანის გონების მიერ შექმნილი ნებისმიერი პროდუქტი შესაძლოა გავრცელდეს, კლავწარმოებაში ჩაეშვას უსასრულოდ ყველანაირი ხარჯის გარეშე. გონების გლობალურ "კონვეიერს" აღარ ჭირდება თქვენი ქარხნები წარმოებისთვის.
ეს თქვენი სულ უფრო მზარდად მტრული და კოლონიური ინდუსტრიული საშუალებები გვაგდებენ ჩვენ იმათ მსგავს მდგომარეობაში, რომელთაც თავის დროზე თავისუფლების სიყვარულით და სიმტკიცით უარი თქვეს დამორჩილებოდნენ ძალაუფლებას, თქვენი არაინფორმირებული ძალებისა. ამ გონების სივრცეში ჩვენ იმუნიტეტი გამოვიმუშავეთ თქვენი სუვერენიტეტისადმი, მიუხედავად იმისა რომ ჯერ კიდევ ვემორჩილებით თქვენს წესებს მატერიალური სხეულებით.

ჩვენ გავავრცელებთ ჩვენს თავს მთელს პლანეტაზე, ისე რომ ვერავინ დააპატიმრებს ჩვენს გონს.

ჩვენ შევქმნით გონების ცივილიზაციას კიბერ სამყაროში. და იყოს ის უფრო ადამიანური, უფრო სამართლიანი ვიდრე სამყარო რომელიც აქამდე თქვენმა მთავრობებმა შექმნეს.

დავოსი, შვეიცარია
თებერვალი 8, 1996
ჯონ პერი ბარლოუ








ქართული თარგმანის ავტორი დავით ჩანაგავა

No comments:

Post a Comment