Friday, May 11, 2012

Google-ს კომბინირებული საიდუმლოების პოლიტიკა

Commission Nationale de l’Informatique et des Libertés (CNIL)-მა განაცხადა, რომ  "მიესალმება Google-ს მცდელობას განავითაროს და გაამარტივოს პირადი საიდუმლოების პოლიტიკა, თუმცა მისი ახალი პოლიტიკა ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს"



ერთი შეხედვით, ამგვარი განცხადება ცოტა არ იყოს ავბედითად ჟღერს ყველა იმ ორგანიზაციისათვის, რომელიც აგროვებს მომხმარებელთა მონაცემებს სხვა დაწესებულებისათვის მარკეტინგული მომსახურების მიწოდების მიზნით. თუმცა როგორც არ უნდა იყოს კანონმდებლობისათვის ერთი თვალის შევლებაც კი საკმარისა, რომ შვება მიეცეთ მიმდინარე ბიზნესებსა და ამ სფეროში დამწყებ დაწესებულებებს.

პირველ რიგში, CNIL-ს საწინააღმდეგოდ შეიძლება ითქვას, რომ პრინციპში არც ერთი კანონი არ კრძალავს მომსახურებისათვის კომბინირებული პოლიტიკის გამოყენებას. ამასთანავე CNIL-ის მთავარ პრობლემას Google-ს ახალ პოლიტიკასთან დაკავშირებით, არის გამჭვირვალობის დონე რომელსაც კომპანია თავის მომხმარებლებს სთავაზობს. კერძოდ კი მიჩნეულია, რომ:
"ახალი პირადი საიდუმლოების პოლიტიკა  იძლევა მხოლოდ ზოგად ინფორმაციას Google-ს მიერ დამუშავებული პირადი ინფორმაციის მომსახურებასა და ნაირსახეობასთან მიმართებაში" 
რაც ნიშნავს, რომ გამოცდილი პროფესიონალებისთვისაც საკმაოდ რთულია იმის დადგენა თუ რომელი მონაცემის კომბინირება ხდება სხვა მომსახურებებთან და რა მიზნით.

რა უნდა უთხრას მონაცემის შემგროვებელმა მონაცემის სუბიექტს?


ასევე ირკვევა, რომ საქმე იმაში კი არ არის რომ Google-ს არ აქვს უფლება მოექცეს მომხმარებლის მონაცემს როგორც უნდა, არამედ ის რომ მას არ აქვს უფლება განახორციელოს ამგვარი ქმედებები მომხმარებლისთვის სპეციალურად შეტყიბინების გარეშე, რაც მოიცავს მონაცემის შენახვის მიზანსა და ინფორმაციას იმ ორგანიზაციების შესახებ ვისთანაც გაამჟღავნებს მათ.

CNIL-ის პრეტენზიის სამართლებრივი დასაბუთების მოძებნა შესაძლებელია ევრო საბჭოს 95/46/EC დირექტივის მე-10 და მე-11 მუხლებში; რომელიც ადგენს, რომ  მონაცემთა შეგროვების დროს, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს იცოდეს შენახული მონაცემების კატეგორიის, შენახვის საფუძვლისა და მათი მიმღების კატეგორიის შესახებ.

იქიდან გამომდინარე, რომ CNIL-ს არ ჩამოუყალიბებია კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა შესრულებაც სავალდებულო იქნებოდა Google-სთვის, სამართლიანი იქნებოდა თუ დავასკვნიდით, რომ სავარაუდოდ Google გაუმჟღავნებს მომხმარებლებს იმ დეტალებს, რომლებიც ეხება ამა თუ იმ პიროვნების კონკრეტულ მონაცემს და შემდეგ მოახდენს მათ ცირკულაციას საკუთარ ქსელში. თუმცა ვერ გამოვრიცხავთ იმ გარემოებასაც, რომ კომპანიას დასჭირდება იმ საფუძვლების დაკონკრეტება რის გამოც ის მონაცემების შეგროვებას ახდენს.

საბოლოო ჯამში მუხლი 10 და 11 ცოტათი უფრო მეტ ინფორმაციას იძლევა ინფორმირებული თანხმობის პრინციპის შესახებ, რაც ეყრდობა მონაცემთა დაცვისა და პირადი საიდუმლოების შესახებ კანონებსა და პირადი უფლებების დაცვას. ამ შემთხვევაში კი CNIL-ის უკმაყოფილება, გვანახებს იმ ფაქტს, რომ ინფორმირებულობა ამ პრინციპისათის ისევე მნიშვნელოვანია როგორც თანხმობა


No comments:

Post a Comment