Monday, May 14, 2012

პასუხისმგებლობა ატვირთულ მასალებზე

20 აპრილს გერმანიის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Youtube პასუხისმგებელია მომხმარებლების მიერ ატვირთული დეფამაციური და საავტორო უფლებების დამრღვევი მასალების კონტროლზე. GEMA, გერმანული საავტორო უფლებების დამცველი ორგანიზაცია, თავის სარჩელში ამტკიცებდა, რომ 12 მუსიკალური ვიდეო რომელიც ატვირთულ იქნა Youtube-ზე არღვევდა საავტორო უფლებებს. 12- დან 7 შემთხვევაში სასამართლომ გაითვალისწინა სასარჩელო მოთხოვნა.

საინტერესოა ჩანაწერი ყველაზე რეიტინგული ქართული პორტალის myvideo.ge-ს სამომხმარებლო შეთანხმებაში: "3.10. ავტორი თანახმაა, რომ მას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მის მიერ საიტზე განთავსებულ ვიდეორგოლებთან დაკავშირებით. ადმინისტრაციას არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვიდეორგოლების შინაარსზე და კანონმდებლობასთან მათ შესაბამისობაზე, საავტორო უფლებების დარღვევაზე, სასაქონლო ნიშნების, ფირმების დასახელებებისა და მათი ლოგოტიპების არასანქციონირებულ გამოყენებაზე, აგრეთვე, საიტზე ვიდეორგოლების განთავსებასთან დაკავშირებით მესამე პირთა უფლებების შესაძლო დარღვევაზე. მესამე პირთაგან ვიდეორგოლის განთავსებასთან დაკავშირებული პრეტენზიების მიღების შემთხვევაში, ავტორი დამოუკიდებლად და საკუთარ ხარჯზე მოაგვარებს აღნიშნულ პრეტენზიებს."

როგორც ჩანს გერმანიის სასამართლოსთვის მსგავსი ტიპის ჩანაწერი Youtube-ის სამომხმარებლო შეთანხმებაში საკმარისი არ აღმოჩნდა.

No comments:

Post a Comment