Thursday, March 6, 2014

კიბერ ომი უკრაინაში - "კიბერ ბერკუტის" მოქმედებები

რუსეთის საქართველოზე შეტევამდე 2008 წლის აგვისტოში კიბერ შეტევები ფართოდ იყო გამოყენებული რუსული ჰაკერული წრეების მხრიდან. არც უკრაინაა გამონაკლისი დღეს. შედარებით მცირე მასშტაბის შეტევები ხორციელდება რუსული მხრიდან, განსაკუთრებით კი კომუნიკაციებზე. სამშაბათს პირველად განაცხადეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ საკომუნიკაციო ქსელები იქნა მიზანში ამოღებული, რაც ტექნოლოგიური შეტევის პირველი უტყუარი ნიშანია. "მე ვადასტურებ, რომ ზედიზედ მეორე დღეა მიმდინარეობს შეტევა უკრაინის მთავრობისა და პარლამენტის წევრთა მობილურ ტელეფონებსა და კომუნიკაციების საშუალებებზე" - განაცხადა უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსმა ვალენტინ ნალივაიჩენკომ - "ყირიმის უკრტელეკომის შენობაში დაყენებულ იქნა აპარატურა რომელიც ბლოკავს ჩემსა და ნებისმიერ სხვა კომუნიკაციის საშუალებას"- დასძენს იგი. თუმცა უსაფრთხოების ექსპერტები არ მიიჩნევენ ამას რუსეთის სრულ კიბერშესაძლებლობების გამოყენებად. ჰაკერული შეტევები ხორციელდება ორივე მხრიდან, უკრაინულმა კიბერდაჯგუფებამ "კიბერბერკუტმა" გამოაქვეყნა 40-მდე საიტის სია რომლებზე ვანდალური კიბერთავდასხმებიც მათ განახორციელეს. მათ შორის რუსული საინფორმაციო მაუწყებლის Russian Today - ის გვერდზეც, სადაც ყველგან სიტყვა "რუსი" შეცვლილი იქნა სიტყვით "ნაცისტები". 

სრული სტატია შეგიძლიათ იხილოთ http://www.bbc.com/news/technology-26447200