Tuesday, May 15, 2012

კიბერ ტერორიზმი - 21-ე საუკუნის საფრთხე


დღეს მეწარმეობა, ხელისუფლება, ინდუსტრია და საზოგადოება მიჯაჭვულია ინფორმაციასთან ეს კი ახალ შესაძლებლობებს უხსნის ტერორიზმს. წარმოიდგინეთ ერთი დღე ინტერნეტის გარეშე, რა გავლენას იქონიებს ის? რა კავშირშია მასთან კიბერ ტერორიზმი?










კიბერ ტერორიზმი არის კომპიუტერზე, ქსელზე და მათში არსებულ ინფორმაციაზე შეტევის ან შეტევის განხორციელების მუქარა, სახელმწიფოს ან მისი ხალხის პოლიტიკურად, სოციალურად, რელიგიურად ან იდეოლოგიურად დაშინების მიზნით.
თუ დავაკვირდებით ამ წლის ელ-მეწარმეობას აღმოვაჩენთ რომ თუ ინტერნეტი მხოლოდ ერთი დღით გაითიშება, ეს მოვლენა ხელს შეუშლის დაახლოებით $10.5 მილირადი ღირებულების გარიგების დადებას. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ელ-მეწარმეობა ძირითადად ხორციელდება ინტერნეტში ელ-ფოსტის, ხმოვანი კომუნიკაციის, საბანკო მანქაანებით, საკრედიტო ბარათების ავტორიზაციითა და სხვა. ინფორმაცია მეწარმეობის მამოძრავებელი ძალაა და შეიძლება ითქვას რომ ის ამავე დროს სოციალური სტატუსიც არის.  ინფორმაციისა და მასთან წვდომის მნიშვნელობა, იმდენად გაიზარდა რომ ის გაუზომავი გახდა. კომპიუტერული ინფრასტრუქტურის ფასეულობის ზრდასთან ერთად იზრდება მისი განადგურების ფასიც. ერთია მისგან მიყენებული ფინანსური ზარალი, თუმცა ინტერნეტის ჩამოშლის შედეგად მიყენებული ფსიქოლოგიური ზიანი შეიძლება უფრო სახიფათო იყოს.

მაგრამ რამდენად სავარაუდოა ამ შემთხვევის დადგომა? საქმე იმაში კი არ არის მოხდება თუ არა ის, არამედ იმაში თუ როდის მოხდება. ისეთი კიბერ ტერორიზტული აქტის განხორციელების ალბათობა, რომელიც ჩამოშლის ინტერნეტს დღითიდღე იზრდება. ინტერნეტზე დამოკიდებულებამ ის ტერორისტებისთვის საუკეთესო სამიზნედ აქცია.

უსაფრთხოების პროფესიონალებმა გამოხატეს საკუთარი შეშფოთება არამხოლოდ ინტერნეტის წინააღმდეგ მიმართული შეტევების ზრდასთან , არამედ ამ შეტევებში გათვითცნობიერების ნიშნულის მატებასთან დაკავშირებითაც. გლობალურად შეტევების სირთულის ზრდასთან ერთად, კლებულობს საჭირო ოსტატობის დონეც. ეს საკმაოდ შემაშფოთებელი მაჩვენებელია. ტერორისტები სწავლობენ თავიანთი შეტევებისგან, იგებენ რა მუშაობს რა არა, როგორ ვპასუხობთ ჩვენ მათ და რა მეთოდებს ვიყენებთ შეტევების აღმოჩენისათვის, ამით კი ისინი იღებენ ცოდნას რაც ზრდის მათი წარმატების შანსს.

როგორია შეტევების ახლანდელი მდგომარეობა?

ტექნოლოგიებსა და ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვანი ინვესტიციების მიუხედავად, კიბერ ტერორისზმი მაინც რჩება უმნიშვნელოვანეს მოვლენად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ყოველდღიურად ინტერნეტი და სხვა კომპიუტერული სისტემები შეტევის ქვეშ იმყოფებიან. 2011 წლის კვლევის დროს დადგინდა, რომ რესპონდენტთა 90%-ზე მეტს შეხება ჰქონდა კომპიუტერული უსაფრთხოების დარღვევასთან, ხოლო კომპანიათა 92%-ის სისტემებში მოხდა შეღწევა. თუ ეს ინფორმაცია იმდენად შოკის მომგვრელი არ არის, წარმოგიდგენთ კიდევ ერთ სტატისტიკას
  • ინტერნეტზე შეტევების განხორცილეების ოდენობა ყოველწლიურად საშუალოდ 60%-ით იზრდება.
  • საშუალო საწარმოზე დღეში 32 შეღწევის მცდელობა მოდის.
  • ყოველწლიურად ორმაგდება სისტემების დაუცველობისა და უსაფრთხოების ინციდენტების რაოდენობა.
დღემდე არსებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ კრიტიკული ინფრმაციული ინფრასტრუქტურა პოტენციურად ღიაა კიბერ ტერორისტული შეტევებისათვის. ინფორმაციული სისტემების მზარდი გართულება ქმნის ახალ საფრთხეებსა და გამოწვევებს IT მენეჯმენტისათვის. იმ შეთხვევაშიც კი თუ ტექნოლოგიები მთლიანად "ჯავშანში მოთავსდებიან", ამა თუ იმ ორგანიზაციის წევრები ე.წ ინსაიდერები მაინც შეძლებენ მასში უნებართვოს შეღწევის განხორციელებას, დამოუკიდებლად ან ტერორისტების დახმარებით.

რა იქნება გავლენა?

კიბერ ტერორისტული შეტევის განხორციელბების განზრახვა შეიძლება მრავალი სახის იყოს, ეკონომიკური ზიანის მიყენებიდან დაწყებული ფიზიკური ზიანით დამთავრებული. მიუხედავად იმისა, რომ კიბერ შეტევებმა გამოიწვიეს ბილიარდობით დოლარის ზიანი და მილიონობით ადამიანის ცხოვრებას შეეხენ, ჩვენ მაინც არ გვინახავს ნამდვილი კატასტროფული კიბერ ტერორიზმი. რა იქნება მისი მთავარი მახასიათებლები?
პირდაპირი ფინანსური ზიანი:
  • გაყიდვების ჩავარდნა
  • ქსელის შეფერხებები, წყვეტილი კავშირი მომხმარებლებისათვის
  • სადაზღვევო ზიანის ანაზღაურობა გასაჩივრებიდან გამომდინარე
  • ინტელექტუალური საკუთრების დაკარგვა
  • გამოძიების ხარჯები 
  • კრიტიკული კომუნიკაციების დაკარგვა
არაპირდაპირი ფინანსური ზიანი:
  • არსებული ფინანსური სისტემების მიმართ უნდობლობის ზრდა
  • გლობალურად გამქრალი რეპუტაცია
  • დაძაბული სამეწარმეო ურთიერთობა - შიდა  და საერთაშორისო
  • მომავალი კლიენტებისგან მიღებული შემოსავლის დაკარგვა
  • სახელმწიფოსა და კომპიუტერუი ინდუსტრიის მიმართ ნდობის გაქრობა

როდის მოხდება?

როგორც წინა ნაწილებში ვისაუბრეთ ინფორმაციული ინფრასტრუქტურის ღირებულების ზრდასთან ერთად იზრდება კიბერ ტერორიზმის საშიშროებაც. ტერორისტების გადმოსახედიდან, რომ ვიმსჯელოდ ინტერნეტის გათიშვისათვის საუკეთესო დრო იქნება, რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა, როგორიცაა პრეზიდენტის ინაუგურაცია, არჩევნები, რევოლუცია, ომი და სხვა. აქედან ზოგიერთ შემთხვევაში კიბერ ტერორიზმი შეიძლება ერთგვარი საბოტაჟის მოწყობასაც მივამსგავსოთ, რაც ნათელი იყო 2008 წელს რუსეთის აგრესიის დროს, როდესაც ქართულ ვებ სივრცეზე შეტევები ხორციელდებოდა. ამ მეთოდით რუსეთმა შეძლო ინფორმაციული ვაკუუმის შექმნა და საზოგადოებაში ერთგვარი შიშის დანერგვა, რაც კიბერ ტერორიზმისა და კიბერ საბოტაჟის ყველა ნიშანს ემთხვევა.

კორპორატიულმა ამერიკამ უნდა გაამახვილოს ყურადღება კიბერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ინფორმაციულ უსაფრთხოებას ზრუნვა ყველა მხარისაგან გარკვეულ ყურადღებას მოითხოვს. სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ახლო თანამშრომლობა აუცილებელი კომპონენტია წარმატების მისაღწევა და კიდევ უფრო აუცილებელია კომპიუტერულ, ქსელურ და პროგრამულ ინდუსტრიებს შორის თანამშრომლობა. ამ ინდუსტრიებმა ერთად უნდა იმუშაონ უსაფრთხოების ტექნოლოგიების განვითარებისათვის. მანამ სანამ ყველა სუსტი წერტილი არ იქნება ამოფხვირლი, ყველანი საფრთხის წინაშე ვიდგებით. თუმცა მიუხედვად ამისა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ:
დღევანდელი ინტერნეტ ტექნოლოგია და პროტოკოლების სისტემა, ვერ გვაძლევს 100%-იანი უსაფრთხოების გარანტიას და მომხმარებელს არ  უნდა დაავიწყდეს, რომ ის ვინც 100%-იან უსაფრთხოებას გთავზობთ უბრალოდ იდიოტია ან თქვენგან ფულის გამოძალვას ცდილობს თაღლითობის გზით.
ამასთავე აუცილებელია, რომ სამთავრობი სექტორმა დააწესოს უფრო მკაცრი ჯარიმები კიბერ დანაშაულისათვის, თუმცა არც იმდენად უაზროდ მკაცრი, რომ ამ ბლოგის დაზიანებისათვის 10 წლიანი პატიმრობა შეუფარდოს პიროვნებას. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ბიუჯეტის საკანონმდებლო განვითარებისათვის გამოყოფაზე. ამის მიღწევა კი აუცილებელია გლობალურ დონეზე თანამშრომლობითა და მიახლოებული სამართალ წარმოების გზების დანერგვით.

არის კიბერ ტერორიზმი მომავლის კონფლიქტი? ვითარდება კი ციფრული ანდერგრანდი ამჟამად? ამ კითხვებზე პასუხს ბლოგის შემდეგ სტატიებში მიიღებთ დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.


No comments:

Post a Comment