Wednesday, May 9, 2012

კონსულტაცია და სერვისები

ბლოგის ავტორები შეეცდებიან გასცენ პასუხი თქვენს კითხვებს და გაგიწიონ უფასო ონლაინ კონსულტაცია კიბერსამართლის საკითხებზე, როგორც აქ დაპოსტვით ასევე ელ.ფოსტის მეშვეობით.

ამასთან ერთად გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას: ელექტრონული ხელშეკრულებებისა (User Agreement) და საიდუმლოების პოლიტიკის შექმნა (Privacy Policy)

29 comments:

  1. ინტერნეტში გამოქვეყნებული სტატიების საავტორო უფლებების დაცვის შესახებ თუ გაქვთ ინფორმაცია? იგულისხმება ბლოგები, საინფორმაციო სააგენტოები, ელ.გამოცემები... როგორ ხდება მათი დაცვა სხვადასხვა ქვეყნებში და საქართველოშიც?

    ReplyDelete
  2. ინტერნეტში გამოქვეყნებულ სტატიების საავტორო უფლებების დაცვა ყველა ქვეყნის კანონმდებლობით ცალკე რეგულირდება. საავტორო უფლებები არ ვრცელდება საკანონმდებლო აქტებზე, რგულაციებზე, კანონებზე, ხელშეკრულებებზე და ა.შ. საინფორმაციო სააგენტოების მიერ მოპოვებული ინფორმაცია წარმოადგენს მის საკუთრებას და მისი გამოყენება საინფორმაციო მიზნებისათვის შესაძლებელია ავტორთან შეთანხმებით და წყაროს მითითებით. იგივე ეხება თარგმანებს. სოციალურ ქსელებსა და ბლოგებში გავრცელებულ საჯარო მასალების გამოყენებაც შესაძლებელია ავტორთა, მთარგმნელთა მითითებით არა კომერციული მიზნით. მაგალითისთვის, აშშ კანონმდებლობა (Digital Millennium Copyright Act, 1998)მოითხოვს, რომ საავტორო უფლებები რეგისტრირებულ იქნას გამოქვეყნებულ მასალაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელე ზარალის ანაზღაურების მოტხოვნის უფლებას კარგავს.

    ReplyDelete
    Replies
    1. რაც შეეხება ქართულ კანონმდებლობას, იხ. ქვემოთ:
      მუხლი 9. საავტორო უფლების წარმოშობა
      1. საავტორო უფლება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე წარმოიშობა მათი შექმნის მომენტიდან. ნაწარმოები შექმნილად ითვლება, როდესაც იგი გამოხატულია რაიმე ობიექტური ფორმით, რაც მისი აღქმისა და რეპროდუცირების საშუალებას იძლევა.
      2. საავტორო უფლების წარმოშობისა და განხორციელებისათვის აუცილებელი არ არის ნაწარმოების რეგისტრაცია, სპეციალური გაფორმება ან სხვა ფორმალობათა დაცვა.
      3. ამოღებულია (03.06.2005 N 1585)
      4. განსაკუთრებული საავტორო უფლების მფლობელს თავისი უფლების განცხადებისათვის შეუძლია გამოიყენოს საავტორო უფლების დაცვის ნიშანი, რომელიც დაისმება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე და შედგება სამი ელემენტისაგან:
      ა) ლათინური ასო C წრეწირში: ©;
      ბ) განსაკუთრებული საავტორო უფლების მფლობელის სახელი (დასახელება);
      გ) ნაწარმოების პირველი გამოცემის წელი.

      Delete
    2. მუხლი 21. ნაწარმოების რეპროდუცირება ფიზიკურ პირთა მიერ
      პირადი სარგებლობისათვის
      1. დაშვებულია მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ნაწარმოების რეპროდუცირება ფიზიკური პირის მიერ მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. (03.06.2005 N 1585)

      Delete
  3. მინდა ინტერნეტ მაღაზიის შექმნა და თუ შეგიძლიათ მირჩიეთ რა არის საჭირო ინტერნეტ მაღაზიის წარმოებისთვის..დომენის დარეგისტრირების და რათქმაუნდა ვებსაიტის გარდა..

    ReplyDelete
    Replies
    1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - იხდის მოგების და ქონების გადასახადს. შეიძლება იყოს დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი და თუ ეყოლება დაქირავებული პირი - ევალება საშემოსავლო გადასახადის დაკავება.

      მეწარმე ფიზიკური პირის დაბეგვრა დამოკიდებულია საქმიანობის ფორმაზე და არჩეული დაბეგვრის რეჟიმზე.

      დღეის მდგომარეობით მეწარმე ფიზიკური პირებისათვის არის შემდეგი დაბეგვრის რეჟიმები:

      ა) მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირები;

      ბ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირები;

      გ) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირებ.

      დ)ჩვეულებრივი დაბეგვრის რეჟიმით მომუშვე მეწარმე ფიზიკური პირი (ინდივიდუალური მეწარმე);

      მიკრო, მცირე და ფიქსირებულ მეწარმეთა დაბეგვრის რეჟიმს და პრინციპებს შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის XII თავში:

      რაც შეეხება ჩვეულებრივი დაბეგვრის რეჟიმში მომუშავე მეწარმე ფიზიკურ პირს ის იხდის საშემოსავლო (20%) და ქონების გადასახადებს (0,05-დან 1%-მდე)

      ამასთან გასათვალისწინებელია, რომ საქმიანობის სპეციფიკიდან და ბრუნვიდან გამომდინარე, შეიძლება წარმოგეშვათ დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდის ვალდებულება.

      იხილეთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის: კარი V - საშემოსავლო გადასახადი; კარი VI – დამატებული ღირებულების გადასახადი; თავი XXIX - ქონების გადასახადი.

      საქართველოს საგადასახადო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შესაბამისი მონაცემები აღირიცხება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით.

      ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ ადგილი აქვს ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას - გამოიყენება საკონტროლო-სალარო აპარატი. ამასთან, უნაღდო ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება არ წარმოიშვება.

      ამდენად თქვენ არ გჭირდებათ სალარო აპარატი თუ თქვენ აწარმოებთ უნაღდო ანგარიშსწორებას.

      Delete
  4. მოგესალმებით თაკო,

    თუ თქვენ აპირებთ ამ კანონის http://newzone.mof.ge/images/IT_ZONE_LAW.pdf მე-2 მუხლის გ პუნქტში ჩამოთვლილი საქმიანობის განხორციელებას მაშინ თქვენ გჭირდებათ ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიღება რომლის წესები განისაზღვრება აქ http://newzone.mof.ge/images/IT%20Zones_Rule.pdf . დაგჭირდებათ მხოლოდ იურიდიული პირის რეგისტრაცია, სარეკომენდაციოდ, შპს-ს სახით.

    თუ აპირებთ ნებისმიერი სხვა სახის კომერციული საქმიანობის განხორციელებას, ჩვენი რჩევა იქნება დაარეგისტრიროთ შპს და დადგეთ საგადასახადო აღრიცხვაზე დადგენილი წესით. ვინაიდან საქართველოში ჯერერობით არ არსებობს სპეციალური კანონი ელექტრონული კომერციის წარმოებისა და დაბეგვრის წესის შესახებ, თქვენი საქმიანობა განხორციელდება და დაიბეგრებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
    უფრო დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ ელფოსტის მეშვეობით.

    ReplyDelete
  5. გარდა ამისა, თქვენ დაგჭირდებათ სამომხმარებლო შეთანხმების განთავსება, რომელიც დაარეგულირებს თქვენსა და თქვენს კლიენტებს შორის ურთიერთობებს

    ReplyDelete
  6. გამარჯობა არ ვიცი რა ვქნა ჩემი ქმრის ყოფილი ცოლი, რომელსაც 3 წლის წინ გაშორდა, ყოვდღე მიგზავნის მესიჯებს, სადაც მლანძღავს, მაგინებს და შეურაწყოფას მაყენებს. მირჩიეთ რა ვქნა რამე კანონი თუ არსებობს რომ ამ ქალმა შეწყვიტოს ჩემი შეურაწყოფა და ლანძღვა, თუ იმას უნდა ველოდო როდის მომივარდება და ფიზიკურ შეურაცხოფას მომაყენებს. წინასწარ გიხდით მადლობას

    ReplyDelete
  7. მოგესამლებით. მართალია საქართველოში ჯერ-ჯერობით არ არსებობს კანონი, რომელიც დარეგულირებს მესიჯების ან სხვა მსგავსი საშუალებით შეურაცხყოფას, თუმცა თქვენ ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს მობილურ ოპერატორს განცხადებით რათა დაბლოკონ მოცემული ნომრიდან თქვენს ტელეფონზე ზარისა თუ სხვა სახის კომუნიკაციის შემოსვლა. იმ შემთხვევაში თუ გეტყვიან უარს შეგიძლიათ კვლავ მოგვმართოთ ჩვენ და ვეცდებით უმოკლეს ვადაში გაგიწიოთ შესაბამისი დახმარება.

    ReplyDelete
  8. ის რასაც თქვენ აღწერთ კიბერსამართალში კიბერბულინგის სახით არის ცნობილი და ქვეყნების უმრავლესობას მიღებული აქვს შესაბამისი კანონმდებლობა ადმინისტრაციული ჯარიმიდან დაწყებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დამთავრებული გამომდინარე ტექსტის შინაარსიდან. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კანონი ჯერ საქართველოში არ არსებობს, თქვენ გაქვთ უფლება განცხადებით მიმართოთ სამართალდამცველ ორგანოებს თუ თქვენ გადაწყვეტთ. ჩვენი კანონმდებლობით დასჯადია ქმედება მიუხედავად იმისა განხორციელებულია თუ არა იგი ელექტრონული თუ სხვა საშუალებით. თუ თქვენ არ გაქვთ ასეთი რადიკალური ზომების მიღების სურვილი იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენი მობილური ოპერატორი დაბლოკავს კონკრეტულ სატელეფონო ნომერს არ არის გამორიცხული სხვა ნომრიდან გაგრძელდეს აჭნიშნული ქმედებები.

    ReplyDelete
  9. თუ ზოგადად გაინტერესებთ კიბერშეურაცყოფის შესახებ იხილეთ შემდეგი სტატია: http://ilawge.blogspot.com/2012/05/blog-post_17.html

    ReplyDelete
  10. მოგესალმებით. გთხოვთ დააზუსტოთ თქვენი კითხვა, რას გულისხმობთ ჯიბზ-უსაფრთხოებაში და რომელ დოქტრინაზე საუბრობთ.

    ReplyDelete
  11. გამარჯობათ, მაინტერესებს რა სიტუაცია საქართველოში, ელექტრონული ფულთან მიმართებაში.

    ორი სიტყვით: ვაპირებ ელექტრონული ფულის სისტემის ჩაშვებას. ანალოგიური როგორც არის პაიპალი, ვებმონი ე-მონეი. სისტემა მზადაა მხოლოდ იურიდიული საკითხებია დარჩენილი... იდეაში უკრაინაში ვგეგმავდი დარეგისტრირებას, მაგრამ საქართველოში, თუ იქნა მისაღები პირობები მირჩევნია საქართველოში დავარეგისტრირო...

    იქნებ ამ მხრივ გამიწიოთ კონსულტაცია.

    წინასწარ მადლობთ.

    ReplyDelete
    Replies
    1. გამარჯობათ. იმისათვის რომ სრულყოფილად გაგცეთ პასუხი გთხოვთ კონკრეტულად გვითხრათ რას გულისხმობთ "მისაღებ პირობებში".
      ზოგადად იმისათვის, რომ აღნიშნული მომსახურება აწარმოოთ საქარველოში დაგჭირდებათ საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიისათვის დეკლარაციით მიმართვა, რომელიც უნად შეიცავდეს შემდეგს:
      ა) ინდივიდუალური მეწარმისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილების მისამართები.
      ბ)იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი
      ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი;
      გ) საქმიანობის ან/და მომსახურების სახეები, რომლის ავტორიზაციასაც
      მოითხოვს ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პი-რი;
      დ) ქსელის ან/და მომსახურების მოკლე აღწერილობა.

      ასევე დეკლარაციას უნდა დაერთოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, აგრეთვე იურიდიული პირის წესდებისა და ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო შესაბამისი დოკუმენტის ასლი.

      დეკლარაციის წარდგენის შემდეგ კომისია განიხილავს მას და მოგანიჭებთ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაციას.

      თუმცა ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს რომ აუცილებელია სამართლებრივად გამართული ელექტრონული გარიგების ჩამოყალიბება თქვენივე საიტისათვის, სადაც დაზუსტებით იქნება გათვალისწინებული მომხმარებელთა და თქვენი უფლებები.

      Delete
    2. კონკრეტულად მაინტერესებს როგორ დარეგულირდება გადასახდელები.
      რადგან სისტემის მოგება არის 0.7% მომხმარებლის მიერი განხორციელებული ოპერაციიდან. (შიდა გადარიცხვების გარდა სისტემაში არის სხვა ფუნქციები რაც გარკვეული თანხის ოპერაციაზე 1-4% შეადგენს სისტემის მოგება)
      მაგალითათ: შეიძლება საბანკო ანგარიშზე მომხმარებლებისგან შემოვიდეს საერთო რაოდენობით 1 000 000$ მაგრამ, ბრუნვა (მომხმარებლებს შორის გადარიცხვა) იყოს 1000$ ამას - 0.7% = 7$ ანუ სისტემის მოგება არის 7$ ... მე საგადასახადოში უნდა გადავიხადო ამ 7 $ იდან თუ კომპანის ანგარიშზე არსებული თანხიდან. და ამის აღრიცხვა როგორ უნდა მოხდეს???

      ფაქტიურად სისტემა არის შუამავალი. და მის ანგარიშზე არსებული თანხა მას არ ეკუთვნის.

      ამის გარდა: სისტემა არის მულტივალუტური 17 სახის ვალუტა (სისტემა გათვლილია, მთელი მსოფლიო ბაზარზე და ამიტომა მულტივალუტური) + თუ საქართველოში დარეგისტრირდა დაემატება 3 სახის ვალუტა (ლარი, სომხური დრამი, და აზერბაიჯანული მანათი) რაც შესაბამისად კიდევ ერთ შეკითხვას ბადებს, უცხოური ვალუტის შემოსავალი როგორ დარეგულირდება საქართველოში.
      3. ასევე რეგისტრაცის მხრივ. როგორ უნდა გაფორმდეს.

      P.S უკრაინაშიც არაა მიღებული ელექტრონულ ფულზე კანონი მაგრამ იქ სრული ქაოსია საბანკო და საგადასახადო სისტემებში, რაც ერთი მხრივ აადვილებს მაგრამ მეორე მხრივ ართულებს სიტუაციას... ამიტომაც მინდა რომ ამ ყველაფრის ორგანიზება საქართველოში მოვახდინო)
      წინასწარ მადლობთ )

      Delete
    3. თქვენ მოგიწევთ შემდეგი გადასახადების გადახდა:
      მოგების - 15%
      დღგ(თუ 100000 ლარზე მეტი გაქვთ ბრუნვა)-18%

      თქვენ გადაიხდით თქვენი საწარმოს მიღებული შემოსავლიდან და მოგებიდან და არა მთლიანი ბრუნვიდან.
      აღრიცხვა მოხდება თქვენი საბანკო ანგარიშების მიხედვით, ისე როგორც ხდება საბანკო გადარიცხვების აღრიცხვა.
      უცხოური ვალუტის შემოსავალი დარეგულირდება ჩვეულებრივ ეროვნულ ვალუტაში კონვერტაციის გზით - თუ თქვენ მიიღებთ მოგებას 7$ თქვენ დაიბეგრებით ეროვნულ ვალუტაში შესაბამისი კურსით. რეგისტრაციასთან დაკავშირებით იხ. პირველი კომენტარი. თუ თქვენი სისტემა არ არის მხოლოდ გადახდების და მოიცავს სხვა საბანკო ფუქნციებსაც, დაგჭირდებათ საბანკო ლიცენზიაც. ლიცენზიას გასცემს ეროვნული ბანკი.

      Delete
  12. შეიძლება ეს უფრო დამიკონკრეტოთ: {აღრიცხვა მოხდება თქვენი საბანკო ანგარიშების მიხედვით, ისე როგორც ხდება საბანკო გადარიცხვების აღრიცხვა}....შემოსული თანხა ჯდება კომპანიის ანგარიშზე. საგადასახადო როგორ "გაიგებს" ჩემი მოგება რამდენია. ეს მარტო მე მეცოდინება.. და ამ ყველაფერს აჩვენებს სისტემის ადმინისტრაციული ნაწილი... ანუ საგადასახადო როგორ გაიგებს, მე 1000 $ მოვიგე თვეში თუ 900$???

    ასევე მეორე შეკითხვა სისტემაში არის ასევე საბანკო ფუნქციები როგორიცა კრედიტი და ანაბარი. ეს თუ რეგულირდება საბანკო ლიცენზით რა პირობებია მის მისაღებათ??? როგორც ვიცი არა აუცილებელი იყო ბანკი რომ გასცე კრედიტი?? ან მეორე ვარიანტი თუა შესადლებელი თავი ავარიდო საბანკო ლიცენზიას შემდეგ ნაირად... სისტემა გავაპორმო არა როგორც ელექტრონული ფულის სისტემა არამედ როგორც "ტიტულოვანი" ნიშნების სისტემა (ანალოგიურადა გაფორმებული ვებმონი) ოფიციალურ დოკუმენტში ვებმონი მოიხსენიება როგორც ტიტულოვანი ნიშნების სისტემა და არა ელექტრონული ფულის )

    წინასწარ მადლობთ))

    ReplyDelete
  13. ანუ საგადასახადო როგორ გაიგებს, მე 1000 $ მოვიგე თვეში თუ 900$??? - თქვენ ვალდებული იქნებით პერიოდულად აწარმოოთ ფინანსური აღრიცხვა თქვენი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ და ეს აღრიცხვა უნდა წარადგინოთ შემოსავლების სამსახურს.

    მეორე კითხვაზე პასუხი: ამ შემთხვევაში თქვენ შეგეძლებათ გააფორმოთ საქმიანობა, როგორც არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება.

    ReplyDelete
    Replies
    1. სიმართლე გითხრათ პირველად მესმის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება... შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით ამიხსნათ ეს რა არის და როგორ ხდება ამის გახსნა? ეს ისეთივე ფორმა როგორც შპს?? თუ რა არის??

      წინასწარ მადლობთ

      Delete
    2. იურიდიული პირი, რომელიც არ წარმოადგენს კომერციულ ბანკს და უფლებამოსილია მიიღოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით თავისი სახელით აწარმოოს კანონმდებლობით განსაზღვრული საბანკო საქმიანობის ნაწილი. მისი რეგისტრაცია ხდება კოოპერატივის სახით სამეწარმეო რეესტრში.

      Delete
    3. დაახლოვებით მივხდი ყველაფერს დიდი მადლობა.))

      Delete
  14. ukacravad sad sheidzleba rom gaketdes saavtoro ufleba?anu ras mivmartot?gtxovt tu shegidzliat mipasuxot mailze ketuivechiani@gmail.com winaswar didi madloba

    ReplyDelete
  15. მოგესალმებით. იმისათვის რომ დაარეგისტრიროთ საკუთარი საავტორო უფლება უნდა მიმართოთ საქპატენტს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს. ამ დაწესებულებაში თქვენ შეძლებთ საკუთარი ინტელექტუალური საკთრების წარდგენის გზით შესაბამისი უფლების მოპოვებას. მის.: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. 30

    ReplyDelete
  16. gamarjobat,

    dzalian mainteresebs saqartvelos kanonmdeblobit rogor aris mowesrigebuli monacemta shenaxvis sakitxebi ??

    ReplyDelete
  17. გამარჯობათ

    საქართველოში მონაცემთა შენახვა რეგულირდება საქართველოს კანონით "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ". აღნიშნული კანონი შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე: http://codex.ge/2579
    ლიტერატურას რაც შეეხება საქართველოში კიბერსამართალთან დაკავშირებით (რომელიც მოიცავს მონაცემების დაცვას) შეგიძლიათ იხილოთ ცენტრის მიერ გამოცემული პირველი ქართული წიგნი კიბერსამართლის შესახებ "კიბერსივრცის სამართალი" შემდეგ ბმულზე: http://tinyurl.com/cbwdvk6
    იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებული ხართ უცხოური პრაქტიკით საუკეთესო მაგალითი იქნება ა.შ.შ-ს კანონმდებლობების გადახედვა: SOPA, PIPA და სხვა მსგავსი.

    სხვა კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ამ გვერდზე.

    ReplyDelete
  18. გამარჯობა,
    ვიხილე რომ შეიძლება კონსულტაცია გაუწიოთ დაინტერესებულ პირებს და გადავწყვიტე მომეწერა, იმედია შეძლებთ ჩემს დახმარებას.

    საქართველოში რამოდენიმე წლის წინ დავარეგისტრირე და შევიძინე დომენი 2pac.ge რომელსაც შემდეგ შევეშვი და დიდად არაფერი გამიკეთებია. მაგრამ ახლა გადავწყვიტე შემექმნა საიტი და აი სულ ესაა რაც შეიძლება ითქვას დავასრულე. საიტი ჯერ არ ამიტვირთავს, იმის გამო რომ დავფიქრდი მის ლეგალურობაზე და ვიფიქრე არ მიჩივლონ თქო. საიტზე განთავსებულია თუფაქ შაკურის 400 ამდე სურათი, ყველა ალბომი სიმღერებით და დამატებით სიმღერების ცნობილი რემიქსები, ყველა ვიდეო-კლიპები, ყველა ფილმები და ასევე სხვადასხვა რაღაც-რაღაცეები მაგალითად პოემები. საიტი ზომით კი ძალიან ბევრს იკავებს მაგრამ შესაფერისი ჰოსტინგის კომპანია ვიპოვე. ყველაფერი მზადაა უბრალოდ არ ამიტვირთავს.

    უცხოურ საიტზე ვიკითხე და მითხრეს ფულზე გიჩვილიონ ეგ არაფერი, შეიძლება ციხეში გაგიშვანო.

    მაინტერესებს თუ არსებობს რაიმე გზა რომ მოხერხდეს ამ საიტის გამოქვეყნება ისე რომ ყველანაერი საშიშროება ავიცილო თავიდან. და თუ არის ეს ყველაფერი რა თანხის ფარგლებში შეიძლება მოგვარდეს დაახლოებით?

    ძალიან დიდ მადლობას გიხდით.

    ველოდები თქვენს პასუხს,
    ნახვამდის

    ReplyDelete
  19. გამარჯობა.

    თქვენ საიტზე ტვირთავთ ალბომს, სიმღერებს,სურათებსა და ფილმებს, რომლებიც სავარაუდოდ საავტორო უფლებების დარღვევიით მიღებული მასალებისაგან არის შემდგარი, ანუ თქვენ არ შეგიძენიათ ეს მასალები და საიტზე ატვირთვით ახდენთ მის უფასოდ გავრცელებას.
    სამწუხაროდ თქვენს შემთხვევაში არ არსებობს ისეთ რეალობასთან ახლო გზა, რითაც მთლიანად შეძლებთ თავის არიდებას სასამართლოსგან. თუმცა თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მომღერლის საავტორო უფლებების მქონე ორგანიზაციას და უამბოთ თქვენი საიტის შესახებ, იმ შემთხვევაში თუ დაგთანხმდებიან მოიპოვეთ წერილობითი თანხმობა მასალის გამოყენებასა და გავრცელებაზე და შემდეგ უპრობლემოდ ატვირთავთ საიტს. თუმცა ამ დროს მოგიწევთ დიდი ოდენობის თანხის გადახდა, რათა მიაღწიოთ ნებართვის მიღებას

    ReplyDelete
  20. გამარჯობათ, ხომ ვერ ამიხსნით როგორ ხდება ელეტრონული ხელშეკრულების გაფორმება?

    ReplyDelete