Saturday, May 19, 2012

21-ე საუკუნის ყველაზე სახიფათო დანაშაული

მსოფლიოში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი სწრაფად იზრდება. ინტერნეტმა ყველა სფეროს, როგორიცააა გართობა, მეწარმეობა, სპორტი, განათლება და სხვა, ახალი შესაძლებლობები შემატა. თუმცა მედალს ორი მხარე აქვს, ეს კი ინტერნეტზეც ვრცელდება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაკლი კიბერ დანაშაულია - უკანონო ქმედება რომელიც ხორციელდება ინტერნეტში. დღეს ხშირად ხდება კომპიუტერული სისტემების გამოყენება ისეთი უკანონო ქმედებებისათვის, როგორიცაა  ელ-ფოსტით შპიონაჟი, საკრედიტო ბარათებით მაქინაცციები, სპამი, მეკობრეობა და ა.შ. კიბერისვრცეში არსებული კრიმინალური ქმედებების რიცხვი კი იზრდება



რა არის კიბერდანაშაული?

კიბერდანაშაული არის ინტერნეტის ან/და კომპიუტერის მეშვეობით ჩადენილი ქმედება, რომელიც მოიცავს ყველაფერს არალეგალური მუსიკის გადმოწერიდან, ონლაინ საბანკო ანგარისიდან თანხის მოპარვის ჩათვლით. ის ასევე მოიცავს არაფულად დანაშაულებს, როგორიცაა ვირუსების შექმნა და გავრცელება ან კონფიდენციალური ინფორმაციის დაპოსტვა.

ზოგადად კიბერდანაშაული შეიძლება სამი სახის არსებობდეს:
1. პიროვნების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.
2. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.
3. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.

პიროვნების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული შეიძლება იყოს ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელება, ვინმეს შეირაცხყოფა ან დამცირება ელ-ფოსტის ან სხვა მსგავსი საშუალების გამოყენებით. ამ ქმედებებისიგან წამოსული ზიანის ანაზღაურება ფაქტიურად შეუძლებელია, რადგანაც ის გრძელვადიან კვალს ტოვებს დაზარალებულზე.

ამგვარი დანაშაულის ერთ-ერთი კარგი მაგალითია ვირუსი "მელისა". ის პირველად 1999 წლის მარტში გამოჩნდა და მალევე გავრცელდა ევროპასა და აშშ-ში. მან 80 მილიონი დოლარის ოდენობის ზიანი მიაყენა კომპიუტერებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მხოლოდ ამერიკაში მან 1.2 მილიონ კომპიუტერში შეაღწია, რაც ქვეყნის ყველაზე დიდი საწარმოების 1/5 წარმოადგენს. 1999 წლის 9 დეკემბერს კი დააკავეს მისი შემქმნელი დევიდ სმიტი.

განსაკუთრებულ კიბერდანაშაულს წარმოადგენს ასევე კიბერშეურაცხყოფა. ის საკმაოდ გავრცელებული ფორმაა და მოიცავს ისეთ შეურაცხყოფებს, რომლებიც ეხება პირის სქესობრივ, რასობრივ, რელიგიურ ან სხვა სახის პირად ცხოვრებას. ამ სახის დანაშაულს ასევე მივყავართ მოსახლეობის პირადი ცხოვრების დარღვევამდე. ონლაინ მოსახლეობის პირადულობის დარღვევა მძიმე ხასიათის კიბერდანაშაულია. არავის სიამოვნებს სხვა პირის მიერ საკუთარ ინტიმურ ცხოვრებაში ჩარევა.

შემდეგი სახის კიბერდანაშაულს წარმოადგენს ქმედება, რომელიც მიმართლია ნებისმიერი სახის საკუთრების წინააღმდეგ. ეს დანაშაულები მოიცავს კომპიუტერულ ვანდალიზმს (სხვა პირის საკუთრების განადგურებას), ზიანის მომტანი პროგრამების გადაცემას. ამგვარი დანაშაული სახეზეა მაგალითად შემდეგ შემთხვევაში: კონკურენტი კომპანიების მიერ კორპორაციული კიბერჯაშუშის შეგზავნა მეტოქე დაწესებულებაში, რათა მან მოიპაროს გარკვეული ინფორმაცია რითაც შეიძლება ქონებრივი ზიანი მიადგენს კომპანიას ან საერთოდ გაკოტრდეს.

მესამე ფორმის კიბერდანაშაულია ქმედება მიამრთული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამ ფორმის ერთ-ერთი გამორჩეული სახეობაა კიბერტერორიზმი, რომელზეც შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი სტატია კიბერ ტერორიზმი - 21-ე საუკუნის საფრთხე. ამ შემთხვევაში დანაშაული სახეზეა, როდესაც პიროვნება ტეხავს სამთავრობო ან სამხედრო ვებ-გვერდს.

Cracking ანუ ქართულ ენაზე სისტემის გატეხვა, ყველაზე გავრცელებული და სახიფათო კიბერდანაშაულია. ამის ნათელი მაგალითია უცხო პირის მიერ თქვენს კომპიუტერში უნებართვო შეღწევა. დღეს ნებისმიერი გამოცდილი უსაფრთხოების ექსპერტი გეტყვით, რომ არ არსებობს დედამიწაზე სისტემა რომელიც 100%-ით დაცულია გატეხვისაგან. ერთხმად არის აღიარებული, რომ მსოფლიოში ნებისმიერი სისტემის გატეხვაა შესაძლებელი. უკანასკნელმა DoS, ანუ სერვისის გათიშვის შეტევებმა, რომელიც განხორცილებული იყო ჰაქტივისტური დაჯგუფებების მიერ აჩვენა, რომ არც ერთი სისტემა არ არის დაცული მათ შორის www.cia.gov, რომელიც 8 დღის განმავლობაში იყო გათიშული რადგან დამალული სერვერებიდან, სადაც ჰაქტივისტების განცხადებით ბავშვთა პორნოგრაფია იყო ატვირთული, ხორცილედებოდა მუდმივი შეტევა.

არაავტორიზებული, უნებართვო შეღწევა

პროგრამული შესაძლებლობების ან პროგრამების ბოროტი გამოყენებით ქსელში თუ კომპიუტერში არაავტორიზებული შეღწევა სერიოზულ დანაშაულს წარმაოდგენს, აქედან შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი პროგრამების გავრცლებაც კიბერდანაშაულის ნაწილია, ეს უკანასკნელი კი პროგრამულ მეკობრეობად ითვლება.

ის პროფესიონალებს, რომლებიც ამგვარ დანაშაულს ახორციელებენ, კრაკერები ეწოდებათ (მედიის გავლენის გამო დღეს მათ ჰაკერებს ვუწოდებთ), კვლევებმა კი აჩვენა, რომ მათი უმრავლესობა ჯერ არასწრულწლოვანია. ფესტივალზე DefCon სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იკრიბებიან ჰაკერები საკუთარი შესაძლებლობების დასამტკიცებლად, შენიშნულია, რომ პროფესიონალთა და მონაწილეთა ასაკი მუდმივად ეცემა. 2011 წელს დაფიქსრიდა, რომ ყველაზე ახალგაზრდაა მონაწილე 13 წლის იყო. 

1 comment:

  1. უდიდესი დაფასება და მხარდაჭერა ჩემგან იმისათვის, რომ სიტყვა ჰაკერის არასწორ გამოყენებას გაუსვით ხაზი და მის მაგივრად სწორი შესატყვისის, კრეკერის გამოყენებას მოუწოდებთ. ასევე სტატიაც ძალიან საინტერესო იყო.

    ReplyDelete