Thursday, May 10, 2012

ცენზურა ინტერნეტში, სამართლებრივი აქტების მიმოხილვა


2011 წლის ყველაზე გახმაურებული კანონპროექტები , რომლებიც ინტერნეტზე ე.წ ცენზურის დაწესებას ითვალისწინებდნენ იყო აქტი ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ და აქტი ონლაინ მეკობრეობის წინააღმდეგ (სრული ტექსტები შეგიძლიათ იხილოთ აქ სამართლებრივი აქტები). მიუხედავად იმისა, რომ კანონები გარკვეულწილად განსხვავდება ერთმანეთისაგან, ისინი იზიარებენ ერთი და იმავე მიდგომასა და სამართალ აღსრულების ფილოსოფიას, რაც სერიოზული კონსტიტუციური პრობლემების წინაშე გვაყენებს. ამასთანავე ამ აქტების ამოქმედებამ შეიძლება საფრთხის წინაშე დააყენოს ინტერნეტის სტაბილურობა და უსაფრთხოება, ურთიერთკავშირის პრინციპი რამაც ამგვარი პოპულარობა მოუტანა ინტერნეტს და განავითარა სიტყვის თავისუფლება.


აღნიშნული კანონპროექტები წარმოადგენენ უპრეცედენტო, სამართლებრივად სანქცირებულ შეტევას ინტერნეტის კრიტიკულ ტექნიკურ ინფრასტრუქტურაზე. PIPA აძლევს საშუალებას სასამართლოს, რომ მხოლოდ და მხოლოდ პროკურორის განცხადების წარდგენით, უბრძანოს ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლებს, დომეინ სახელის რეესტრებსა და ოპერატორებს, რომ გადადგან ყველა ნაბიჯი რათა შეზღუდონ ხსენებული საიტის ინტერნეტ პროტოკოლის მისამართიდან (IP მისამართდან) გადმოთარგმნა. აღნიშნულის გაკეთება კი სასამართლოს შეუძლია მიუხედავად დომეინის მდებარეობისა და წარმომავლობისა.
ამგვარი ქმედებები თავისთავად იქონიებენ გავლენას ინტელექტუალური საკუთრების მიღმაც - ინტერნეტის ფუნდამენტალური პრინციპის, ურთიერთკავშირის საფრთხის წინაშე დაყენებით. ინტერნეტის დომეინ სახელების სისტემა (DNS) წარმოადგენს იმ საფუძველს რაზეც აგებულია მთლიანად ინტერნეტი; DNS არის ის პროტოკოლი, რომლის მუშაობაზეც დამოკიდებულია ინტერნეტის სხვა პროტოკოლებისა და აპლიკაციების არსებობა. სასამართლო მითითება, რომ მსოფლიოს ყველა მონაცემთა ბაზიდან და დომეინ სახელების რეგისტრიდან ამოღებულ იქნეს ესა თუ ის მისამართი, ძირს უთხრის პრინციპს, რომლის თანახმადაც ყველა დომეინ სახელის სერვერი, მიუხედავად მათი ადგილმდებარეობისა და განლაგებისა, ერთი და იმავე მოთხოვნისას მოთხოვნისას განსხვავებულ შინაარსს არ უნდა იძლეოდეს. მრავალი სახის ინტერნეტ კომუნიკაცია და მრავალი ათასი პროტოკოლი თუ აპლიკაცია, რომელიც კომუნიკაციის საშუალებას იძლევა, ამ პრინციპშია გათალისწინებული.
სასამართლოს ბრძანებას კატასტროფული გავლენა ექნება DNS ის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე. ის ჩამოშლის იმ მცდელობებს - რომელსაც მხარს აშშ-ს მთავრობა უჭერს- რომლის მიხედვითაც უნდა ჩამოყალიბდეს უფრო ძლიერი და მოქნილი უსაფრთხოების სისტემა DNS პროტოკოლისათვის. ტექნოლოგიების იმ ლიდერი ექსპერტების სიტყვებით, რომ ვთქვათ, რომლებმაც ჩამოაყალიბეს და განავითარეს DNS პროტოკოლი:
DNS-ის ფილტრაცია მინიმალურ დონეზე იქნება ეფექტური და წარმოადგენს ტექნიკურ თავსატეხს, რომლებიც ხელს შეუშლიან უსაფრთხოების ათვის მნიშველოვანი  ინიციატივების განვითარებას. მეტიც, ეს ქმედება ხელს შეუწყობს ისეთი ტექნიკისა და პროგრამების განვითარებას, რომლებიც DNS-ის შეცდენისა და გათიშვისათვის გამოიყენება. ფილტრაცია საფრთხის წინაშე დააყენებს DNS-ის შესაძლებლობას, რომ უზრუნველყოს სახელების უნივერსალური მინიჭება, რაც ინტერნეტის, როგორც ერთიანი, გაერთიანებული და გლობალური კომუნიკაციური ქსელის წყაროა . . . DNS-ის ფილტრაციისაგან თავის არიდება შესაძლებელი იქნება ავტომატური ცვლილელბების განხორციელების გზით, პროგრამულ გაფართოებებში ადვილად შეღწევის გზით. თავის არიდების ამ ძლიერი პოტენციალის გამო, DNS ფილტრაციის ხანგრძლივი გამოყენების მცდელობაც კი საკმაოდ მოკრძალებული იქნება.
აშკარაა, რომ PIPA-ს მიერ შემოთავაზებული ხერხები მისივე არსებობის მიზანს ეწინააღმდეგება: იმ შეხთხვევაშუ, თუ ვებგვერდების დიდი ნაკადი ჩამოეჭრება ინტერნეტის გადამისამართების სისტემას, მომხმარებლები დაიწყენებენ მათთან წვდომის ალტერნატიული მეთოდების ძიებას, რაც უფრო გაართულებს სახელმწიფოს, როგორც ინტერნეტში განხორციელებული ქმედებების მარეგულირებლის, როლს.
ზემოთ ხსენებული საკანონმდებლო აქტების სამიზნე არამარტო ინტერნეტის მამოძრავებელი ინფრასტრუქტურაა, არამედ მისი ეკონომიკური და კომერციული ნაწილიც. სასამართლომ შეიძლება აუკრძალოს საკრედიტო კომპანიებს, ბანკებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს, სხვადასხვა "მიუღებელი" ვებგვერდებისათვის ფინანსური მომსახურების გაწევა. ონლაინ სარეკლამო კომპანიებს შეიძლება დაევალოთ "მიუღებელი" ვებგვერდების რეკლამირება, ხოლო ინტერნეტ ძიების სისტემებს კი ვებგვერდებთან წვდომა.
ამგვარი მოქმედებები განხორციელდება იმ ადმიანებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც აშშ-ს სასამართლოების იურისდიქციის გარეთ მდებარეობენ, ეს კი გამომდინარეობს იქიდან, რომ ამგვარი საბრალდებო მოქმედებები ხორციელდება in rem, რაც ნიშნავს რომ მოპასუხე კი არ არის საიტის ოპერატორი არამედ თვითონ დომეინ სახელი. ამ ყველაფერთან ერთად SOPA და PIPA აძლევენ საშალებას სასამართლოს, რომ განიხილოს საქმე მხოლოდ ერთი მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, ასევე არ არის აუცილებელი საქმის განხილვისას არც მოპასუხის დასწრება და არც მათი გაფრთხილება ამგვარის არსებობის შესახებ, რაც აბსურდულია რადგან რეალურად აღძრული საქმის განხილვა პირადპირ ეხება მოპასუხის საკუთრებას.
ზემოთ ხსენებული არამარტო არღვევს საპროცესო სამართლის პრინციპებს, პიროვნებისათვის საკუთრების უფლების ჩამორთმევით ისე რომ არ ხდება მისთვის ამის შესახებ შეტყობინების მიწოდება, არამედ ის არაკონსტიტუციურია რადგანაც ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლების პრინციპს, რომელიც მსოფლიოს განვითარებულ სამართლებრივ სისტემებში ფართოდ არის აღიარებული. პროცედურები, რომლებიც აღწერილია ორივე კანონპროექტში, ვერ ართმევენ თავს ფუნდამენტალურ "კონსტიტუციურ ტესტს", რაც მის ეფექტურობასა და სამართლებრივობასთა დაკავშირებით დასაბუთებულ ეჭვს აჩენს.
ზემოთ ნაჩვენებ ნაკლოვანებებს SOPA უფრო აფართოვებს და აუარესებს. ამ კანონპროექტის თანახმად, ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლების მქონე პირებს შეუძლიათ ყოველგვარი სასამართლო განხილვის ან სხვა იურიდიული ჩარევის გარეშე დახურონ უფლების შემლახავი საიტი. მაგალითად, SOPA აყალიბებს სქემას, რომლის მიხედვითაც ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლების მქონე პირს საიტის გათიშვისათის ესაჭიროება მხოლოდ საკრედიტო ბარათის კომპანიისათვის შეტყობინება იმ ფაქტების შესახებ, რომ შესაბამისი ინტერნეტ საიტის მოქმედება არის უფლებების შემლახველი. მიმღებს კი ამ განცხადებიდან ეძლევა ხუთ დღიანი ვადა "პრობლემის გამოსწორებისათვის", რაც გამოიხატება საიტის გათიშვაში ან მასთან ფინანსური ურთიერთობის გაწყვეტაში. ეს ყველაფერი კი ხორცილდება უფლებების მქონე პირის მიერ შეტყობინების გაგზავნით, ისე რომ არც ერთ სხვა ნეიტრალურ მესამე პირს არ ექნება ის განხილული. სასამართლოს მხარდაჭერის შემთხვევაში კი, ინტელექტუალური საკუთრებაზე უფლების მქონე  პირებს შეუძლიათ სხვა კომპანიებსაც დაავალონ აღნიშნული ქმედებების განხორციელება.
ფაქტია, რომ საავტორო უფლებებისა და სავაჭრო ნიშნების შელახვა ინტერნეტში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, თუმცა ეს არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ გავანადგუროთ ის რაც წარმოადგენს სიტყვის თავისუფლების გარანტს, არის მსოფლიოს ეკონომიკისთვის უდიდესი მოგების მომტანი და წარმოადგენს ურთიერთკავშირისა და განვითარების შესანიშნავს საშულებას. საჭიროა კანონმდებლობების დახვეწა ისე, რომ ისინი მაქსიმალურად შემწყნარებლები იყვნენ ჩვეულებრივ მომხმარებლებთან მიმართებაში და მკაცრ ზომებს ატარებდნენ დამნაშავეთა წინააღმდეგ.


No comments:

Post a Comment