Wednesday, May 9, 2012

ელექტრონული ნოტარიზაცია

სჭირდება თუ არა ქართულ ბაზარს ელექტრონული ნოტარიზაცია და არის თუ არა იგი მზად მისი გამოყენებისა და დანერგვისათვის?



https://cdn.nationalnotary.org/Media/MIT-eNot0106.pdf

8 comments:

  1. საკმაოდ საინტერესო და კვალიფიციური სტატია ელექტრონული ნოტარიზაციის ამერიკული გამოცდილების შესახებ. სტატია მიმოიხილავს ელექტრონული ნოტარიზაციის როგორც მნიშვნელობას, ასევე მის უაღრესად დადებით მხარეებსა და მისი განხორციელების მეთოდებს, რომელიც დანერგილია აშშ-ში.

    ReplyDelete
  2. https://cdn.nationalnotary.org/Media/MIT-eNot0106.pdf

    ReplyDelete
  3. ამონაწერი საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციიდან "სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ", 52-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები:

    3. დასაშვებია მინდობილობის/რწმუნებულების დამოწმება კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული კომუნიკაცია სანოტარო მოქმედების შესრულებისას იძლევა მინდობილობის/რწუნებულების გამცემის და ნოტარიუსის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და მინდობილობის/რწმუნებულების გამცემი პიროვნება ნოტარიუსისათვის ცნობილია ან შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება და პირადობის დადასატურება ამ ინსტრუქციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა სანოტარო მოქმედების ჩაწერა ვიდეო- ფაილის სახით. მინდობილობის/რწმუნებულების ტექსტში (ან დამადასტურებელ წარწერაში) უნდა აღინიშნოს კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით მინდობილობის/რწმუნებულების დამოწმების თაობაზე.
    4. კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით მინდობილობის/რწმუნებულების დამოწმებისას მინდობილობის/რწმუნებულების გამცემი პირის ნაცვლად და მისი თხოვნით, ხელს აწერს სხვა პირი, ამ ინსტრუქციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. ამასთან, ხელმომწერი პირის გარდა, სავალდებულოა დამატებით მოწმის დასწრებაც, რომელიც ხელს აწერს სანოტარო აქტს.

    ReplyDelete
  4. კითხვა: რა სახის სანოტარო მოქმედების შესრულება შეიძლება ინტერნეტის მეშვეობით?
    პასუხი: ინტერნეტის მეშვეობით, ონლაინ რეჟიმში ხორციელდება შემდეგი სანოტარო მოქმედებები: ნებისმიერი სახის თანხმობა, განცხადება, მინდობილობა/რწმუნებულება. აღნიშნული სანოტარო მოქმედებების შესრულება შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.
    ასევე, ინტერნეტის მეშვეობით სრულდება გარიგება, ორი ან მეტი ნოტარიუსის მონაწილეობით, მხოლოდ საქართველოს მასშტაბით.

    ReplyDelete
  5. კითხვა: როგორ დავამოწმო ონლაინ რეჟიმში მინდობილობა?
    პასუხი: ონლაინ რეჟიმში მინდობილობის დამოწმება შესაძლებელია ნებისმიერ ნოტარიუსთან. მინდობილობის გამცემი პირის ნაცვლად, მისი თხოვნით, მინდობილობას ხელს აწერს მისი ნდობით აღჭურვილი პირი. ასევე, აღნიშნულ მოქმედებას უნდა დაესწროს დამატებით ერთი მოწმეც, რომელიც ხელს მოაწერს სანოტარო აქტს. აღსანიშნავია, რომ მინდობილობის გამცემი პირი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, ან ნოტარიუსისთვის ცნობილი პირი.

    ReplyDelete
  6. ონლაინ რეჟიმში(!) მინდობილობის დამოწმება, რომელსაც ესაჭიროება დამატებით მოწმის წარდგენა ვერ ჩაითვლება ელექტრონულად განხორციელებულ სანოტარო მოქმედებად, ანუ ელექტრონულ ნოტარიზაციად. ელექტრონული ნოტარიზაცია გულისხმობს არა მხოლოდ ინტერნეტის გამოყენებას, არამედ პირველ რიგში პირის იდენტიფიცირების შესაბამისი პროგრამისა და ტექნოლოგიის გამოყენების გზით, ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებასა და დამატებითი მოწმე პირების გამორიცხვას, მაშასადამე დროისა და
    ფინანსების შესაბამისად შემცირებას.

    ReplyDelete
  7. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  8. ელექტრონული ნოტარიზაციის პროცესი მოკლედ:

    1. ხელმომწერის იდენტიფიცირება "დამაკმაყოფილებელი მტკიცებულების" პროგრამის გამოყენებით
    2. ხელმომწერის მიერ ნების გამოვლენის დადასტურება
    3. სანოტარო მოქმედების შესრულება ელექტრონული ხელმოწერით
    4. DAN (Document Authentication Number) - დოკუმენტის სააუთენტურო ნომრის დასმა
    5. სანოტარო რეესტრში გატარება

    დოკუმენტის საიდენტიფიკაციო კოდი შედგება 11 შესაბამისი სახელისუფლებო ორგანოს (საქართველოს შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო ან ნოტარიუსთა პალატა, უფრო პირველი) მიერ გამოცემული 11 ნიშნა სანოტარო საიდენტიფიკაციო ციფრული კოდითა და 6 სისტემის მიერ გენერირებული ციფრისაგან, მაგალითად:

    20XX1234567 – XXXXXX
    Notary Certificate Number – Randomly assigned numbers
    11 digits -- 6 digits

    ReplyDelete