Wednesday, May 9, 2012

რა არის კიბერსამართალი?

რა არის კიბერსამართალი, რას მოიცავს, შეისწავლის და არეგულირებს ის? ამ კითხვებზე მარტივი პასუხის გაცემას ქვემოთ შევეცდები:


როგორც ჩანს, კიბერსივრცის სამართლის რაობის დადგენა არც თუ ისე მარტივი საქმეა. პირველ რიგში განსასაზღვრია თუ რა არის კიბერ სივრცე. გაეროს დეფინიციით ეს არის ელექტრონული, ვირტუალური სივრცე, რომელშიც ხდება ინფორმაციისა და მონაცემების გადაცემა და ნებისმიერი სხვა სახის კომუნიკაცია ელექტრონული საშუალებით და არა მხოლოდ კომპიუტერით. მოიაზრება როგორც კომპიუტერი, კომპიუტერული ქსელი, მობილური თუ სხვა ტექნიკური საშუალება, რომელიც ტექნოლოგიურად უზრუნველყოფს აღნიშნული მოქმედებების შესრულებას რამდენიმე ობიექტს შორის. ამდენად კიბერ სამართალი ხშირად განისაზღვრება დაყოფილად და გხვდება შემდეგი ტერმინების სახით: ინტერნეტის სამართალი, ელექტრონული კომერციის სამართალი, კომპიუტერული ან ინფორმატიკული (და არა საინფორმაციო) სამართალი და სხვა. შეიძლება უპრიანი ყოფილიყო მისთვის გვეწოდებინა "ციფრული სამართალი", რადგან ამ შემთხვევაში ეს ტერმინი მოიცავდა გაცილებით მეტს ვიდრე მხოლოდ ინტერნეტის სამართალი ან ელექტრონული კომუნიკაცია.

ასეა თუ ისე, კიბერსამართალი მოიცავს შემდეგს და არა მხოლოდ:

ა) საავტორო უფლებებს
ბ) სავაჭრო ნიშნებს
გ) პატენტებს
დ) სადომეინო დავებს
ე) კონტრაქტებსა და ელექტრონულ გარიგებებს
ვ) დეფამაციას
ზ) დასაქმებასა და შრომით უფლებებს
თ) მონაცემთა დაცვას
ი) სავაჭრო საიდუმლოებებს
კ) კიბერდანაშაულს



No comments:

Post a Comment