Wednesday, May 16, 2012

როგორ დავიცვათ საკუთარი დომეინის სახელი

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ თქვენი წარმატებული ბიზნესი, რომლის წარმატებაში თქვენს ელექტრონულ გვერდს მნიშვნელოვანი როლი აქვს, ერთ დღეს აღმოჩნდება სახელის გარეშე. მინიმუმ, იგივე სახელით ვეღარ ისარგებლებთ და მოგიწევთ ახლის აღება. ეს გამოიწვევს მთელი სარეკლამო კამპანიის თავიდან ჩატარებასა და მომხმარებლების სამართლიან უკმაყოფილებას, რომ აღარაფერი ვთქვათ დანაკარგებსა და სხვა ხარჯებზე. ვინაიდან დღეს უკვე წარმოუდგენელია საბანკო, საშოპინგო თუ თითქმის ნებისმიერ სხვა სახის ბიზნესი ვებგვერდის გარეშე. დომეინის სახელს, როგორც უკვე საფირმო ნიშანს, უდიდეს როლი ენიჭება. დომეინის სახელი დღესდღეობით უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია ნებისმიერი ბიზნესისათვის იმდენად რამდენადაც იგი წარმოაჩენს საწარმოს, მაღაზიას, ადვოკატურასა თუ სხვა სახის ბიზნეს ინტერნეტ სივრცეში. ამდენად მისი დაკარგვა, განსაკუთრებით მისი გამოყენებიდან და დამკვიდრებიდან ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ ნებისმიერს დიდი თავისტკივილის წინაშე დაააყენებს.  

რატომ და როგორ შეიძლება ეს მოხდეს?



როდესაც თქვენ პროვაიდერიs, სადომეინო თუ საჰოსტინგო კომპანიისგან მიიღებთ დომეინსა და ჰოსტინგს, მნიშვნელოვანია, რომ გადმოგეცეთ კონტროლი არა მხოლოდ საჰოსტინგო ანგარიშზე (ექაუნთზე), არამედ თქვენს დომეინზეც. ძირითადად, დომეინის მფლობელებმა არ უწყიან, რომ დომეინის სახელის კონტროლ პანელი და ჰოსტინგის კონტროლ პანელი უმეტესად განსხვავდება. შესაბამისად, უმეტეს შემთხვევაში ვებგვერდის შემქნელი და ჰოსტიგური კომპანიები გასცემენ ხელმისაწვდომობას ჰოსტინგის კონტროლ პანელზე და არა დომეინის კონტროლ პანელზე, (რომელიც ასევე შეიცავს ე.წ. transfer key-ს), რათა არ დაკარგონ მომხმარებელი. შედეგად, ხშირ შემთხვევაში, დომეინის მფლობელი კარგავს კონტროლს დომეინზე. რატომ? იმიტომ, რომ თქვენ რეალურად არც ყოფილხართ მისი მფლობელი. მომწოდებელი კომპანიების უმრავლესობა იყენებს და აქვეყნებს ე.წ. WHOIS ინფორმაციას, რომელიც შეიცავს დომეინით მოსარგებლის სახელსა და მონაცემებს. ანუ რეალურად, საჯარო ჩანაწერების მიხედვით, დომეინის მომწოდებელია დომეინის მფლობელი და არა თქვენ. 
იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს თქვენ უნდა მიყვეთ შემდეგ ორ მარტივ ნაბიჯს:

1) მოიპოვეთ მომწოდებელი კომპანიისგან თქვენი დომეინის სახელის კონტროლ პანელის დეტალური ინფორმაცია, ან თუ კომპანია უარს აცხადებს მის მოცემაზე, მინიმუმ დომეინის სახელის transfer key.

2) თქვენ უნდა მონახოთ თქვენი დომეინის შესახებ საჯარო ჩანაწერი WHOIS ინფორმაციაში და შეცვალოთ საჯარო ჩანაწერი თქვენი მფლობელობის მითითებით თუ უკვე გაქვთ კონტროლ პანელის დეტალები. 

შესაძლებელია, რომ ასეთი ინფორმაცია იყოს დაფარული, ასეთ შემთხვევაში კი თქვენ უნდა მიმართოთ  დომეინის მარეგისტრირებელ კომპანიას და უარის შემთხვევაში კი, მოგვმართეთ ბლოგზე მითითებულ ელფოსტაზე. 

No comments:

Post a Comment