Saturday, May 12, 2012

დიდი ბრიტანეთის მონაცემთა დაცვის სამართლებრივი ჩარჩოები

ევროპული მონაცემთა დაცვის დამკვირვებელმა (ემდდ) წარმოადგინა საკუთარი შეხედულება კომისიის დებატებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხებოდა "ევრო გაერთიანებაში პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებაზე გაღრმავებულ მიდგომას". აღნიშნული დებატები ასახავენ კომისიის მიდგომას, პირად მონაცემთა დაცვის ევრო გაერთიანების სამართლებრივი სისტემის შესახებ. ემდდ-ს ზოგადი შეფასება დადებითია. საკუთარი აზრის გამოხატვის პროცესში, ის ხაზს უსვამს არსებული სამართლებრივი რეჟიმის ზოგიერთ ასპექტს, რაც მისი აზრით მოითხოვს განახლებას, აქედან გამომდინარე კიდამკვირვებელმა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გააკეთა.


აშკარაა, რომ ემდდ-ს მიერ საკუთარი მოსაზრებების გამოხატვის შემდეგ არსებული სამართლებრივი ჩარჩო საკმაოდ დიდი ყურადღების ქვეშ მოექცა. არსებობს კონსენსუსი, რომ წევრ ქვეყნებს გააჩნიათ საკმაოდ დიდი დისკრეცია და რომ აღნიშნული ნეგატიური შედეგების ერთ-ერთი მიზეზია. გლობალიზაციის ზრდასთან ერთად, ბევრი პან-ევროპული საწარმო აღმოაჩენს, რომ ვალდებულნი არიან დაექვემდებარონ მონაცემების დაცვის ეროვნულ კანონმდებლობებს. თუმცაღა, ზემოთ ხსენებული დებატები რომლებიც ხაზს უსვამენ კანონმდებლობების ჰარმონიზაციის მნიშვნელობას, არ გვაძლევენ რაიმე კონკრეტული არჩევანის გაკეთების საშუალებას. ამიტომაც ევროპული მონაცემთა დაცვის დამკვირვებელმა წარმოადგინა შეთავაზებები, რასთან დაკავშირებითად დიდი კონვერგენციებია მოსალოდნელი. ისინი შემდეგი სახისაა:


  • კანონმდებლობებში არსებული განმარტებები: ერთნაირად უნდა იყოს ასახული ყველა წევრ ქვეყანაში
  • მონაცემთა დამუშავების კანონიერება: დაწვრილებით უნდა იქნეს განმარტებული ის ძირითადი ელემენტები, რომლებიც ადგენენ დამუშავების კანონიერებას.
  • მონაცემთა დამუშავების საფუძვლები: უფრო კონკრეტული და მოქნილი მეთოდების შემუშავება, რათა გათვალისიწნებულ იქნეს მომხმარებელთა თანხმობა.მონაცემთა მაკოტროლებლის მიერ მონაცემთა დამუშავების შესახებ ლეგიტიმური საფუძვლების უფრო ზუსტი ინფორმაციის მიწოდება.
  • მონაცემტა სუბიექტის უფლებები: უფრო ერთსახოვანი მიდგომა
  • საეთაშორისო დონეზე გადაცემა: არსებული სისტემა საკმაოდ ფართოდ იქნა გაკრიტიკებული ერთსახოვანი პრაქტიკის არ ქონის გამო, რაც გამოიხატება წევრი ქვეყნების მიერ არსებული წესების სხვადასხვა ინტერპრეტაციაში.


არსებობს ზოგადი მხარდაჭერა, რომ ჩამოყალიბდეს შეტყობინების სისტემის უფრო მარტივი სახეობა და ასევე უფრო ერთგვაროვანი რონმელსაც პანევროპული შეტყობინების ფორმა ეწოდება. ემდდ ასევე მხარს უჭერს მონაცემტა მაკონტროლებლების მხრიდან პირადი ინფორმაციის დარღვევის შესახებ შეტყობინების ვალდებულების არსებობას. ის მიიჩნევს, რომ შეტყობინება საჭიროა არამარტო იმისთვის რომ მომხმარებლება იცოდნენ საკუთარი მონაცემების ბედი, არამედ აღნიშნულით ხდება მონაცემთა მაკოტროლებლების მოწოდება და ერთგვარი დავალდებულება რათა იზრუნონ უფრო დაცული სისტემის შექმნაზე და არსებული გაძლიერებაზე.

ემდდ ასევე მხარს უჭერს მონაცემთა პორტატიულობის იდეას (პირის უფლებას გამოითხოვოს საკუთარი ინფორმაცია აპლიკაციისა თუ მომსახურებისაგან იმისათვის რომ მოხდეს მისი ტრანსფერი) და დავიწყების უფლებას (პირის უფლება შეაწყვეტინოს საკუთარი მონაცემების დამუშავება ან წაშალოს ის, მას შემდეგ რაც ეს აღარ იქნება საჭირო სამართლებრივი მიზნებისათვის) როგორც მონაცემტა სუბიექტის უფლებების გაძიერებას, თუმცა ამავე დროს მიიჩნევს რომ აღნიშნული უნდა ეხებოდეს მხოლოდ ელექტრონულ გარემოს.

დამკვირვებლის აზრით იმ შემთხვევაში თუ გადაიდგმევა გარკვეული ნაბიჯები მონაცემთა სუბიექტის უფლებების გასაძიერებლად, საჭირო გახდება ეფექტური საპროცესო მექანისზმების შემუშავება. აქედან გამომდინარე ის მხარს უჭერს კოლექტიური მოთხოვნის შემოღებას, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ჯგუფებისათვის უფლებამოსილების მინიჭებას, რომ გააერთიანონ საკუთარი საჩივრები ერთ ქმედებაში. ამასთან დაკავშირებით კი ევროპულ დონეზე კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ გავიდა დაახლოებით 15 წელი ევროპული დირექტივის 95/46/EC, შემოღების შემდეგ და ბევრი რამ შეიცვალა ამიტომაც აუცილებელია სიახლეებზე და წინსვლაზე დაფიქრება. არსებობს ნათელი დადებითი მხარეები ზემოთ ხსენებულ მოსაზრებებში, თუმცა ის თუ როგორ განხორციელდება ყოველივე ეს ევრო საბჭოზეა დამოკიდებული.


No comments:

Post a Comment