Friday, May 11, 2012

ტერმინთა განმარტება




წარმოგიდგნეთ იმ მნიშვნელოვანი ტერმინების ქართულ განმარტებას, რომლებიც ხშირად გვხვდება კიბერსივრცესა და  კიბერსამართალში. 









Access Control - წვდომის კონტროლი
ქმედებები, როლებიც მიმართულია კომუნიკაციური სისტემების ჩვეული გამოყენების დასაშვებად. ამოცანები, რომლებსაც ასრულებს მყარი ტექნიკა, პროგრამა ან ადმინისტრაციული კონტროლი, სისტემის ოპერაციების მონიტორინგი, მონაცემების ინტეგრაციის უზრუნველყოფის, მომხმარებელთა იდენტიფიკაციის სისტემაში შესვლის აღრიცხვისა და მომხმარებელთათვის წვდომის უზრუნველყოფის მიზნით.

ACH - აგს
ავტომატური გამორკვევის სახლი - თანხის გადარიცხვის ელექტრონული სისტემა, რომელიც გამოიყენება ჩეკებით გადახდის სისტემის შესაცვლელად

Address- მისამართი
ადგილმდებარეობა, რომლის ნახვაც შესაძლებელია პროგრამის საშუალებით. ის შეიძლება აღნიშნავდეს საწყობს, ტერმინალს, პერიფერიულ მოწყობილობას, კურსორის ადგილსამყოფელს ან კომპიუტერული ქსელის ნებისმიერ სხვა ერთეულსა თუ კომპონენტს.

Address of a Data Message - მონაცემის შეტყობინების ადრესატი
პიროვნება, რომელიც შეტყობინების გამომგზავნისთვის წარმოადგენს საბოლოო მიმღებს და არა სხვა ნებისმიერ პირს, რომელიც მოქმედებს შუამავლის როლში.

ADR - ალტერნატიული დავის რეზოლუცია
დავის გადაწყვეტის სხვადასხვა პროცესისა და ხერხისთვის მინიჭებული გვაროვნული სახელი, რომელიც სახელმწიფოს იურისდიქციის ძირითადი ნაკადიდან გარიყულია.

Advanced Eletronic Signature - მოწინავე ელექტრონული ხელმოწერა
ელექტრონული ხელმოწერა, რომელსაც ახასიათებს შემდეგი: ა) ის ყველა ხელმომწერისთვის უნიკალურია; ბ) შეუძლია ხელმომწერის იდენტიფიცირება; გ) შექმნილია იმ მიზნით, რომ ხელმომწერი დაექვემდებაროს საკუთარი თავის კონტროლს; დ) ის მიბმულია მონაცემთან ისე, რომ მისი ნებისმიერი შემდგომი ცვლილება აღმოჩენადია.

Anonymity - ანონიმურობა
იმ ნებისმიერი განმასხვავებელი ნიშნის არარსებობა, რომლითაც შესაძლებელია ქმედების ჩამდენის ამოცნობა.

Archive - არქივი
პროცესი, რომლითაც ონ-ლაინ მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია ოფ-ლაინ მეხსიერების საშუალებაში გადაიცემა.

ATM Card - ბანკომატის ბარათები
გადახდის ბარათის ტიპი, რომელიც გამოიყენება საბანკო აპარატში და ახდენს დანახარჯების ჩამოჭრას ინდივიდის საბანკო ან საკრედიტო ანგარიშიდან.

Automated Computer System - ავტომატური კომპიუტერული სისტემა
ნიშნავს კომპიუტერულ პროგრამას, ელექტრონულ ან სხვა ავტომატურ საშუალებას, რომელიც ახორციელებს მონაცემის შეტყობინებაზე ან ქმედებებზე პასუხის გაცემას, ფიზიკური პირის ჩარევის გარეშე.

Automated Data File - ავტომატურ მონაცემთა ფაილი
მონაცემთა ნებისმიერი სახის ნაკრები, რომელიც გადის ავტომატურ პროცესს.

Automatic Processing- ავტომატური დამუშავება
ოპერაციები, რომლებიც ხორციელდება მთლიანად ან ნაწილობრივ ავტომატურობის მიზნით: მონაცემთა შენახვის, მონაცემებზე ლოგიკური ან არითმეტიკული ოპერაციების შესრულების, მათი შეცვლის, წაშლის, გამოთხოვის ან გაფანტვისათვის.

Backup - რეზერვი
შესაძლებლობების ლოგიკური ან ფიზიკური მარაგი, რომელსაც აქვს უნარი დააჩქაროს გადატვირთვის და აღდგენის პროცესი. შესაძლებლობებში იგულისხმება წინათ გადაცემული ფაილების დუბლირება, დუბლირებული პროცესორი, შემნახავი მოწყობილობები, ტერმინალები, სატელეკომუნიკაციო ტექნიკის გადამრთველები, რომლებიც ხელს უწყობენ დაკარგული ან წაშლილი მონაცემების აღდგენას.

Bit - ბიტი
კოდური ინფორმაციის უმცირესი ნაწილი, რომელიც კომპიუტერული სისტემების მიერ ძირითადად ორობით ფორმატში გადაიცემა.

Bit Map - ბიტების რუკა
ერთნაირი სიხშირის მქონე წერტილების მატრიცა, რომლის ერთობლიობაც ქმნის გამოსახულებას.

Bot - ბოტი
პროგრამული აგენტი, რომელიც წარმოადგენს გაფილტრული პროგრამის ნაწილს, მოქმედებს, როგორც რეალური პიროვნება და ავტომატური დავალებების შედეგად ახდენს ინფორმაციის გამოთხოვასა და მიწოდებას.

Broadcast - ბროადქასტი
ქსელში არსებული ყველა მოწყობილობისათვის, სიგნალის ერთდროული გადაცემა.

Byte - ბაიტი
ბაიტების რაოდენობის თანმიმდევრობა, რომელიც გამოიყენება კომპიუტერული მეხსიერების გასაზომად.

Cache Memory - ქეშირებული მეხსიერება
ძალიან სწრაფი ტიპის მეხსიერება, რომელში შეღწევაც კომპიუტერულ სისტემას შეუძლია უფრო სწრაფად, ვიდრე RAM-ში (შემთხვევითი შეღწევის მეხსიერება). მონაცემების დამუშავების დროს მიკროპროცესორი თავდაპირველად უყურებს მეხსიერების მარაგს და თუ აღმოაჩენს იქ წინა სესიიდან არსებულ მონაცემს, მაშინ ის იყენებს ქეშირებლ მეხსიერებას და არ უწევს მისი გამოთხოვა RAM-დან.

Certificate - სერტიფიკატი
ელექტრონული ატესტატი, რომელიც აკავშირებს ხელმოწერის ამომცნობ მონაცემს პიროვნებასთან და ამით ამტკიცებს პიროვნების იდენტურობას.

Certification Service Provider -სასერტიფიკატო მომსახურების მიმწოდებელი
დაწესებულება ან ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს ან გასცემს ელექტრონულ ხელმოწერასთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებას.

Civil Liberties - სამოქალაქო თავისუფლებები
პირადი უფლებები, რომლებიც დაცულია სახელმწიფოს თვითნებური ჩარევისაგან, როგორიცაა სიცოცხლის უფლება, პირადი საიდუმლოების უფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, თავისუფალი სიტყვისა და თავისუფალი შეკრების უფლება. ხშირ შემთხვევაში ისინი გარანტირებული და დაცულია კონსტიტუციით ან საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

Civil Remedies - სამოქალაქო საშუალებები
საშუალება, რომლითაც ხდება უფლების ძალაში შესვლა ან მისი დარღვევის პრევენცია. ასევე საშუალება, რომლითაც ხდება ზიანის ანაზღაურება

Communication - კომუნიკაცია
ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იცვლება ან გადაიცემა განსაზღვრულ მხარეებს შორის, საყოველთაოდ მისაწვდომი ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებით.

Competition Authority - შეჯიბრებითობაზე უფლებამოსილი ორგანო
მარეგულირებელი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია საზოგადო შეჯიბრებითობის წესების დაცვაზე.

Compression - კომპრესია
მონაცემთა გადაცემის ან შენახვის დროს საჭირო ბაიტების რაოდენობის შემცირება, მეხსიერების ან/და გამტარუნარიანობის შემცირების მიზნით.

Computer Data - კომპიუტერული მონაცემი
ინფორმაციის, ფაქტების ან საერთო წარმოდგენის გადმოცემა კომპიუტერული სისტემის თუ პროგრამისთვის გასაგებ ფორმაში, რომელმაც შეიძლება შეასრულებინოს კომპიუტერულ სისტემას გარკვეული ქმედება.

Computer System - კომპიუტერული სისტემა
ნებისმერი მოწყობილობა ან ურთიერთ დაკავშირებულ ხელსაწყოთა ჯგუფი, რომელთაგან ერთ-ერთი მაინც ასრულებს მონაცემების ავტომატურ გადაცემას პროგრამის საშუალებით.

Controller of the File - ფაილის მაკონტროლებელი
ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება, სააგანეტო ან სხვა ნებისმიერი ორგანო, რომელიც შიდა კანონმდებლობით, უფლებამოსილია, გადაწყვიტოს, თუ რა იქნება მონაცემთა ფაილის ავტომატურად გადაცემის მიზანი ან პერსონალური მონაცემების რომელი კატეგორია უნდა იქნეს შენახული და რომელი ოპერაცია უნდა განხორციელდეს მათ მიმართ.

Copyright - საავტორო უფლება
სახელმწიფოს მხრიდან მომავალი დაცვის სისტემა, რომელიც განკუთვნილია თავდაპირველი ნამუშევრის ავტორთათვის. ნამუშევარი შეიძლება შეიცავდეს ლიტერატურას, თეატრალურ დადგმას, მუსიკას, ხელოვნების გამოხატულებას ან სხვა ნებისმიერ ინტელექტუალურ ნამუშევარს, გამოქვეყნებულს თუ არგამოქვეყნებულს.

Copyright Holder - საავტორო უფლების მფლობელი
პირი, რომელზეც მოქმედებს ნამუშევრის საავტორო უფლებებისგან დაცვა.

Cyber-Hooliganism - კიბერხულიგნობა
კომპიუტერული ქსელიდან გამომდინარე ზიანი, როგორიცაა საიტის სახის შეცვლა, ვირუსის ან ჭიის გაშვება, რომელიც შეიძლება არ წარმოადგენდეს არანაირი სერიოზული ზიანის მომტან საშუალებას ან მასობრივი პანიკის საფუძველს ზოგადი მოსახლეობისათვის.

Cyber-Stalking - კიბერშეურაცხყოფა
სხვა ადამიანის სისტემატური დაშინების, მუქარის, შეწუხების, წამების ან შეცბუნების მიზნით, სურათების, ნიშნების, ენის ან სხვა მსგავსი ხერხის გამოყენება ისეთი ელექტრონული საშუალებით, როგორიცაა ელ-ფოსტა ან ინტერნეტი.

Cyber-Terrorism - კიბერტერორიზმი
კომპიუტერზე, ქსელზე და მათში არსებულ ინფორმაციაზე შეტევის ან შეტევის განხორციელების მუქარა, სახელმწიფოს ან მისი ხალხის პოლიტიკურად ან სოციალურად დაშინების მიზნით.

Cyber-war - კიბერ ომი
სახელმწიფოს მხრიდან ინფორმაციული ომის განზრახ გამოყენება, ისეთი იარაღების საშუალებით, როგორებიცაა ელექტრო-მაგნიტური პულსის ტალღა, ვირუსი, ჭია, ტროას ცხენები* და სხვა, რო­მელიც მიზანმიმართულია მოწინააღმდეგე სახელმწიფოს ელექტრონული მოწყობილობებისა და ქსელების წინააღდეგ.

Data Communication - მონაცემთა კომუნიკაცია
წყაროსა და დანიშნულების ადგილს შორის ინფორმაციის გადაცემა, ერთი ან ერთზე მეტ მონაცემთა კავშირის საშუალებით და შესაბამისი პროტოკოლის გამოყენებით. აღნიშნული მონაცემების გადაცემა და მიღება ხშირად გულისხმობს ისეთ ოპერაციებს, როგორებიცაა კოდირება, დეკოდირება და რატიფიკაცია.

Defamation - ცილისწამება
კანონსაწინააღმდეგოდ, კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ყალბი განაცხადის გაკეთება, რომელიც ზიანს აყენებს ვინმეს რეპუტაციას.

Denial of Service Attack - სერვისის გათიშვის შეტევა
განაწილებული სერვისის გათიშვის (DDoS) შეტევების მიზანია ხელი შეუშალოს ავტორიზებულ პიროვნებებს კომპიუტერულ სისტემებში ან კომპიუტერულ ქსელებში შესვლისგან, არარელევანტური შეტყობინებების ჭარბი გადაცემით. ამ ტიპის შეტევა შეიძლება განხორციელდეს, როგორც ერთი, ისე მილიონობით კომპიუტერიდან.

Distance Contract - დისტანციური ხელშეკრულება
ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც ეხება საქონელს ან მომსახურებას, დადებული მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის გარკვეული დისტანციური გაყიდვების ან სერვისის უზრუნველყოფის მიზნით.

Domain Name - დომეინის სახელი
ციფრებით ან ასოებით გაკეთებული აღნიშვნა, რომელიც დარეგისტრირებულია დომეინის სახელის რეგისტრატორთან, როგორც ინტერნეტში არსებული ელექტრონული მისამართის ნაწილი.

Electronic Data Interchange (EDI) - ელექტრონული მონაცემების ურთიერთგაცვლა
კომპიუტერებს შორის, სტანდარტული ფორმით საქმიანი მონაცემების გაცვლა.

Electronic Device - ელექტრონული დანადგარი
დანადგარი, რომელიც ასრულებს თავის დანიშნულებას ნიშნების, სიგნალების, წერილების, სურათების, ხმების, მონაცემების, ან სხვა ნებისმიერი სახის ინფორმაციის გადაცემით, კაბელის, რადიოს ან კომპიუტერის ასევე ნებისმიერი სისტემის გამოყენებით, რომელიც შეიძლება იყოს ელექტრომაგნიტური, ფოტო-ელექტრული ან ფოტო-ოფტიკური სახის.

Electronic Evidence - ელექტრონული მტკიცებულება
დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მეტამონაცემს  და მომდინარეობს, ორიგინალი ან კომპიუტერულად-წარმოდგენილი ფორმით.

Electronic Mail (E-Mail) - ელექტრონული ფოსტა
ნებისმიერი სახის ტექსტური, ხმოვანი ან ვიზუალური შეტყობინება, რომელიც იგზავნება და ინახება საზოგადო კომუნიკაციების ქსელში ან მიმღების ტერმინალურ აპარატში, მანამ, სანამ ის მიმღები არ ჩაიბარებს მას.

E-Mail Address - ელექტრონული საფოსტო მისამართი
დანიშნულების ადგილი, რომელიც შედგება უნიკალური მომხმარებლის სახელის ან საფოსტო ყუთისგან და მითითებული აქვს ინტერნეტ დომეინი, ვიზუალური ან არავიზუალური ფორმით, რომელმაც შეიძლება გააგზავნოს ან მიიღოს ელექტრონული საფოსტო შეტყობინება.

Electronic Signature - ელექტრონული ხელმოწერა
ელექტრონული ფორმის საიდენტიფიკაციო მონაცემი, რომელიც მიმაგრებულია სხვა ლოგიკურად დაკავშირებულ ელექტრონულ მონაცემთან და წარმოადგენს აუთენტიფიკაციის საშუალებას.

Electronic-Signature Product - ელექტრონული-ხელმოწერის პროდუქტი
მყარი ტექნიკა ან პროგრამა, ან მსგავსი კომპონენტი, რომელიც გამოიყენება სერტიფიცირებული სერვისის მიმწოდებლის მიერ, ელექტრონული ხელმოწერის სერვისის ან მისი შემოწმების უზრუნველყოფის მიზნით.

Encryption - შიფრირება
მონაცემის გადათარგმნა საიდუმლო კოდში, რომელსაც თავისთავად სჭირდება საიდუმლო გასაღები ან პაროლი, რომელიც მის დეშიფრაციის საშუალებას იძლევა. დაუშიფრავ მონაცემს ეწოდება ნათელი ტექსტი, დაშიფრულს კი შიფრული ტექსტი.

Extention - გაფართოება
ძირითადად სამი ნიშნის მქონე სუფიქსი, რომელიც მოსდევს წერტილს ფაილის სახელში და აძლევს კომპიუტერის მომხმარებელსა თუ პროგრამას ფაილის ფორმატის ამოცნობის საშუალებას. მაგ: რესუმე.დოც

Extradition - ექსტრადიცია
ფორმალური პროცესი, რომლის მიხედვითაც ხდება ერთი სახელმწიფოს მიერ დაკავებული ბოროტმოქმედის გადაცემა მეორე სახელმწიფოსთვის, გასამართლების ან სასჯელის მოხდის მიზნით.

Freedom of Speech - სიტყვის თავისუფლება
თავისუფლება, რომელიც აძლევს ადამიანს უფლებას თქვას ის, რაც მას სურს და ასევე მოისმინოს ის, რაც სხვამ თქვა. ის ასევე წარმოადგენს ფილმის, სურათის, სიმღერის, ცეკვის ან სხვა ნებისმიერი გამოხატვის საშუალების შექმნას.

Forging Data Process - მონაცემის გაყალბება
ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხორციელდება პირად მონაცემზე ზეგავლენის გზით და მიზნად ისახავს ყალბი პირადი ინფორმაციის ან დოკუმენტის დამზადებას.

Hacking - ჰაკერობა
ზოგადი ცნება, რომელიც მოიცავს კომპიუტერში ან კომპიუტერულ ქსელში ნებისმიერი სახის არაავტორიზებულ შეღწევას.

Harassment - დამცირება
სხვის პირად ცხოვრებაში ნებისმიერი განაზრახი, აშკარა და უმიზეზო ჩარევა, რომელიც იწვევს პირის გონებრივ ტანჯვას.

Hidden Text - ფარული ტექსტი
სარედაქტორო კომენტარის ან ტექსტის ჩამატება, რომელიც ელექტრონულად დაფარულია, მანამ, სანამ მკითხველი არ აწარმოებს ცალკეულ პროცესს მათი გამოჩენის მიზნით.

Identification Means - საიდენტიფიკაციო საშუალებები
ნებისმიერი სახელი ან ციფრი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს, ცალკეული ან სხვა ინფორმაციასთან შეერთებული ფორმით, კონკრეტული პიროვნების იდენტიფიკაციის მიზნით, სახელის, სოციალური დაზღვევის ნომრის, დაბადების თარიღის, მართვის მოწმობის ან სხვა საიდენტიფიკაციო ნომრის საშუალებით, როგორებიცაა სარეგისტრაციო ნომერი, სახელმწიფო პასპორტის ნომერი, დამსაქმებლის ან გადასახადების გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; უნიკალური ბიომეტრიული მონაცემი, როგორებიცაა თითის ანაბეჭდი, ხმის ანაბეჭდი, თვალის ბადურის ან ფერადი გარსის სურათი, ან ნებისმიერი სხვა უნიკალური ფიზიკური მახასიათებელი; უნიკალური ელექტრონული საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი ან სამარშრუტო კოდი; ტელეკომუნიკაციის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ან ხელსაწყოსთან წვდომა.

Image File Format - გამოსახულების ფაილის ფორმატი
კომპიუტერული სისტემის მიერ გამოყენებული ასახვის სისტემა (ხშირ შემთხვევაში ორობითი), რომელიც გამოიყენება სურათის შესანახად ან საჩვენებლად.

Independent Regulator - დამოუკიდებელი მარეგულირებელი
სექტორისგან გამომდინარე დამოუკიდებელი მარეგულირებელი, რომელიც განსხვავდება, როგორც სამინისტროსგან, ისევე სატელეკომუნიკაციო ოპერატორისაგან.

Information System -საინფორმაციო სისტემა
სისტემა, რომელიც განკუთვნილია საპროცესო მონაცემის გენერირების, გაგზავნის, მიღების ან შენახვისათვის.

Infringement - დარღვევა
არაკანონიერი შეღწევა ან საზღვრის დარღვევა. ინტელექტუალურ საკუთრებაში პატენტის, დამწერლობის, გრაფიკული გამოსახულების ან სავაჭრო ნიშნის ნებართვის გარეშე გამოყენება.

Intellectual Property - ინტელექტუალური საკუთრება
ახალი იდეები, ორიგინალური გამოხატვის საშუალებები, განსხვავებული სახელი და შეხედულება, რომელიც პროდუქტს ხდის უნიკალურს და ახდენს მის შემქმნელთან ასოცირებას.

Internet Protocol - ინტერნეტ პროტოკოლი (IP)
პროტოკოლი ანუ წესი, რომელიც გამოიყენება გამგზავნსა და მიმღებს შორის, ინტერნეტის საშუალებით მონაცემთა პაკეტების მარშრუტირებისთვის.

Internet Service Provider (ISP) - ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებელი
ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლებისათვის ინტერნეტთან და მსგავს მომსახურებებთან წვდომას.

Jurisdiction - იურისდიქცია
თითოელი სახელმწიფოს სუვერენული უფლება განახორციელოს თავისი განსაკუთრებული სახელისუფლებო უფლებამოსილება სამართალშემოქმედებით და სამართალგამოყენების სფეროებში.

Liability - პასუხისმგებლობა
იურიდიული პასუხისმგებლობა, რომელიც პირს ეკისრება მისი ქმედებების ან დაუდევრობებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება ან ორგანიზაცია ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, ის ღია ხდება სასამართლო პროცესისთვის და აანაზღაურებს შესაბამის ზიანს.

Location Data - ადგილობრივი მონაცემი
ნებისმიერი მონაცემი, რომელიც დამუშავებულია ელექტრონული კომუნიკაციის ქსელში და ასახავს ელექტრონული კომუნიკაციის სერვისის მომხმარებლის ტერმინალური აღჭურვილობის გეოგრაფიულ მდებარეობას.

Looping- ლუპინგი
ქმედების მუდმივი განმეორება მანამ, სანამ შესაბამისი პირობა არ დადგება. უსასრულო ლუპინგი სახეზეა, როდესაც აღნიშნული პირობა ვერასდროს ვერ დადგება, ლუპის ელემენტის განუყრელობის გამო.

Malicious Code - საზიანო კოდი
პროგრამა ან კოდი, რომელიც ცვლის, ანადგურებს ან იპარავს მონაცემს ან იძლევა არაავტორიზებული შეღწევის შესაძლებლობას, უწევს ექსპლუატაციას ან აზიანებს სისტემას ისე, როგორც მომხმარებლის მიერ არ იყო განზრახული.

Means of Distance Communication - დისტანციური კომუნიკაციის საშუალება
ნებისმიერი საშუალება, რომელიც მომმარაგებლისა და მომხმარებლის ერთდროული ფიზიკური არსებობის გარეშე, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მხარეებს შორის ხელშეკრულების დასადებად.

Mediation and Arbitration - შუამავლობა და არბიტრაჟი
განსჯის ტრადიციული მეთოდი, რომელიც წყვეტს ინდივიდებს, ბიზნესებსა და ქვეყნებს შორის უთანხმოებას.

Metadata - მეტამონაცემი
მონაცემი მონაცემის შესახებ; ამსახველი ინფორმაცია და სტატისტიკა, რომელიც დართულია კომპიუტერულ ფაილთან.

Ministry of Telecommunications - ტელეკომუნიკაციების სამინისტრო
სამთავრობო სტრუქტურა, რომელიც პასუხს აგებს ტელეკომუნიკაციების სექტორში პოლიტიკის გატარებაზე

Native File Format - ფაილის თავდაპირველი, ორიგინალი ფორმატი
ფაილის ფორმატი, რომელშიც კომპიუტერული ფაილი თავდაპირველად იქნა შექმნილი.

Obscene - უხამსობა
ისეთი უხამსობა, რომლის მიზანიცაა კანონის დარღვევა და მორალის შელახვა.

Online Dispute Resolution - დავის ონლაინ რეზოლუცია
დავის ისეთი რეზოლუცია, რომელშიც გამოიყენება ტექნოლოგია, რათა ხელი შეუწყოს ტრადიციული იურისდიქციის გარეშე არსებულ მხარეებს შორის დავის მოგვარებას.

Operator of a Means of Communication -კომუნიკაციის საშუალების ოპერატორი
ნებისმიერი საჯარო ან კერძო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის ვაჭრობა, ბიზნესი ან პროფესია მისაწვდომს ხდის დისტანციურ კომუნიკაციას.

Originator of a Data - მონაცემთა შეტყობინების ავტორი
პირი, რომლითაც ან რომლის მხრიდანაც, მონაცემის შეტყობინება იგზავნება ან გენერირდება, რაც არ გულისხმობს პირს, რომელიც მოქმედებს შუამავლის როლში.

Ownership of a Copyright - საავტორო უფლების ფლობა
გადაცემა, გირაო, ექსკლუზიური ლიცენზია ან ნებისმიერი სხვა სახის ქონების გადაცემა, გასხვისება ან საავტორო უფლების ან ნებისმიერი სხვა სახის ექსკლუზიური უფლების  დაგირავება, რაც გათვალისწინებულია ამ უფლებით, მიუხედავად იმისა ის შეზღუდულია თუ არა დროით ან ადგილმდებარეობის ეფექტით, რომელიც არ შეიცავს არაექსკლუზიურ ლიცენზიას.

Patent - პატენტი
შემქმნელისათვის საკუთრების უფლების გარანტი, რომელიც გაიცემა სახელმწიფოს მიერ.

Personal  Data - პერსონალური მონაცემები
ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც ეხება იდენტიფიცირებულ თუ არაიდენტიფიცირებულ ინდივიდს.

Personal Identification - პერსონალური იდენტიფიკაცია
ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც ეხება იდენტიფიცირებულ ან არა იდენტიფიცირებულ ფიზიკურ პირს.

Personal Identification Number (PIN) - პერსონალური საიდენტიფიკაციო ნომერი 
პერსონალური საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც შექმნილია ექსკლუზიურად ინდივიდის იდენტიფიკაციისა და გამოყენების მიზნით.


Portable Document File - პორტატული დოკუმენტის ფაილი (PDF)
Adobe Systems-ის მიერ შექმნილი გამოსახულების ფორმატი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს ნახოს ფაილი, თავის არსებულ ფორმატში პროგრამის მხრიდან ნებისმიერი სხვა ქმედების განხორციელების აუცილებლობის გარეშე.

Privacy - პირადულობა, საიდუმლოება
ინდივიდის ან ინდივიდთა ჯგუფის შესაძლებლობა აღკვეთონ პირადი ინფორმაციის გამჟღავნება იმ ადამიანებისათვის, რომელ­თათვისაც მათ არ სურთ მისი ჩვენება.

Recipient -მიმღები
ელექტრონული ფოსტის მისამართის ავტორიზებული მომხმარებელი, რომელსაც გაეგზავნა ან მიუვიდა შეტყობინება.

Record - ჩანაწერი
ინფორმაცია, რომელიც ასახულია ხელშესახებ საშუალებაზე,  ან რომელიც შენახულია ელექტრონულ ან სხვა საშუალებაში და შეიძლება მისი გამოთხოვა თვალსაჩინო ფორმით.

Service Provider- მომსახურების მიმწოდებელი
ნებისმიერი საჯარო ან კერძო დაწესებულება, რომელიც საშუალებას აძლევს მისი სერვისის მომხმარებლებს, დაამყარონ კომუნიკაცია კომპიუტერული სისტემის ან ნებისმიერი სხვა ობიექტის გამოყენებით, რომელიც ამუშავებს ან ინახავს კომპიუტერულ მონაცემებს საკომუნიკაციო სერვისის ან მისი მომხმარებლისათვის.

Signatory - ხელისმომწერი მხარე
პიროვნება, რომელსაც გააჩნია ხელმოწერის-შემქმნელი ხელსაწყო და მოქმედებს საკუთარი, ფიზიკური ან იურიდიული პირის ან ორგანიზაციის ინტერესებში.

Signature-Creation Data - ხელმოწერისშემქმნელი მონაცემი
ისეთი უნიკალური მონაცემი, როგორიცაა კოდი ან პირადი კრიპტოგრაფიული საშუალება, რომელიც გამოიყენება ხელმომწერი მხარის მიერ ელექტრონული ხელმოწერის შესაქმნელად.

Signature-Creation Device- ხელმოწერის-შესაქმნელი მოწყობილობა
გამართული პროგრამა ან მყარი ტექნიკა, რომელიც გამოიყენება ხელმოწერის-შესაქმნელი მონაცემის იმპლემენტირების მიზნით.

Software - პროგრამა
ანგარიშებისა და ინსტრუქციების კრებული, რომელიც გამოიყენება კომპიუტერის მიერ შესაბამისი შედეგის მიღწევის მიზნით.

Sovereignty - სუვერენიტეტი
გეოგრაფიულ რეგიონზე ან ადამიანთა ჯგუფზე უმაღლესი ძალაუფლების განხორციელების უფლება.

Secure Socket Layer (SSL) - დაცული ბუდე შრის პროტოკოლი
პროტოკოლი, რომელიც ინტერნეტში კრიპტოგრაფიის საშუალებით იძლევა პირადი კომუნიკაციის და აუთენტიკაციის საშუალებას.

Tax - გადასახადი
ნებისმიერი ტიპის გადასახადი, რომელიც შეიძლება დაკისრებულ იქნეს სახელმწიფო ორგანოს მიერ, სახელმწიფო მიზნების განხორციელებისათვის საჭირო შემოსავლის ამოღების მიზნით და რომელიც არ წარმოადგენს სპეციალურად ბოძებულ პრივილეგიას, სერვისს ან სარგებელს.


Telecommunications Regulator -ტელეკომუნიკაციის მარეგულირებელი
მარეგულირებელი ორგანო ან სამინისტრო, რომელიც პასუხისმგებელია ზედამხედველობა გაუწიოს საკომუნიკაციო წესრიგს.


Terrorism - ტერორიზმი
ძალადობის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისა და მოსახლეობაში შიშის ჩანერგვის მიზნით.

Threaten - დაშინება
განაცხადი ან განზრახვა, რომლის მიზანიცაა ფსიქოლოგიური ან ფიზიკური უსაფრთხოებით პიროვნების დაშინება.

Trademark - სავაჭრო ნიშანი
სიტყვა, სახელი, სიმბოლო ან დანადგარი, რომელიც გამოიყენება ვაჭრობისას, აღნიშნავს ქონების მიმწოდებელს და განასხვავებს მას სხვა ქონებისაგან.

Traffic Data - გადაზიდვის მონაცემები
ნებისმიერი ტიპის კომპიუტერული მონაცემი, რომელიც ეხება კომპიუტერული სისტემის გზით არსებულ კომუნიკაციას და განსაზღვრავს მის წარმოშობას, დანიშნულებას, მარშრუტს, დროს, თარიღს, ზომას, ხანგრძლივობას ან კომუნიკაციის სახეს.

Transaction Mail Message - გარიგებითი სახის საფოსტო შეტყობინება
ელექტრონული საფოსტო შეტყობინება, რომლის მიზანიცაა კომერციული პროდუქტის ან მომსახურების რეკლამირება ან დაწინაურება.

Trojan - ტროიანი
პროგრამა, რომელიც მოჩვენებით აკეთებს რამეს, თუმცა სინამდვილეში სულ სხვა ქმედებას ახორციელებს.

Unauthorized Access - არაავტორიზებული წვდომა
შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე დაცულ კომპიუტერში შეჭრა.

User - მომხმარებელი
ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც იყენებს საჯაროდ ხელმისაწვდომ, ელექტრონული კომუნიკაციის მომსახურებას, პირადი ან სავაჭრო მიზნისთვის.


Uniform Resource Locator (URL) - ერთსახიანი რესურსის ლოკატორი
მსოფლიო ქსელში არსებული დოკუმენტის ან სხვა რესურსის, კონკრეტული გლობალური მისამართი.

Value Added Service - დამატებითი ღირებულების მომსახურება
ნებისმიერი მომსახურება, რომელსაც სჭირდება გადაზიდვის ან ადგილმდებარეობის მონაცემის დამუშავება, რაც საჭიროა კომუნიკაციის ან გადასახადის გადაცემისთვის.

Value Added Tax (VAT) - დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ)
გადასახადი, რომელიც წარმოადგენს საქონლის ან მომსახურების ღირებულების ნამატს და არა მის ნამდვილ მთლიან ღირებულებას.

Virus - ვირუსი
დაწერილი კოდი, რომლის მიზანიცაა საკუთარი თავის გამრავლება. ვირუსი ცდილობს კომპიუტერიდან კომპიუტერში გავრცელებას პროგრამაზე მიბმის საშუალებითYდა შეუძლია ზიანი მიაყენოს მყარ ტექნიკას, პროგრამას ან მონაცემს.

Voluntary Accreditation - ნებაყოფლობითი აკრედიტაცია
ნებისმიერი სახის ნებართვა, უფლების მიცემა და ვალდებულების დაკისრება, რომელიც განკუთვნილია სასერტიფიკატო მომსახურების სპეციალური დებულებისათვის, შემდგომში შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სასერტიფიკატო სერვისის მიმწოდებლის ან საჯარო თუ კერძო პირის მიერ.

Web Page - ვებ-გვერდი
მსოფლიო ქსელში არსებული გვერდი, რომელიც შეიცავს ბმულებს ერთი გვერდიდან ან დანაყოფიდან მეორეზე გადასასვლელად.

Website - ვებსაიტი
ინტერნეტით შეღწევადი ვებ გვერდების ნაკრები.

Worm- ჭია
დამოუკიდებელი პროგრამა, რომელსაც შეუძლია სხვა კომპიუტერულ სისტემებში საკუთარი თავის ფუნქციური კომპიების გავრცელება და კომპიუტერულ სისტემაში მომხდარი პროცესების აღქმა.

No comments:

Post a Comment