Monday, May 14, 2012

ოფლაინ და ონლაინ არბიტრაჟი

ტექნოლოგიების განვითარებამ გადაინაცვლა დავის მოგვარების სფეროშიც, რამაც მოგვცა შესაძლებლობა მოვაგვაროთ მხარეთა შორის უთანხმოებები ონლაინ რეჟიმში. თუმცა ამის მიუხედავად ტრადიციულ და ონლაინ არბიტრაჟს შორის მაინც არსებობს გარკვეული განსხავავებები და დავის მოგვარების ეს ორი ფორმა არანაირად  არ არის იდენტური.







1. შესავალი:



ის აზრი, რომ ონლაინ არბიტრაჟი უბრალოდ ონლაინ მექანიზმებისა და ტრადიციული არბიტრაჟის ნაკრებია სიმართლეს არ შეესაბამება. ამ სტატიის მთავარი აზრია ონლაინ არბიტრაჟის განსხვავება ტრადიციულისაგან არა მხოლოდ იმით რომ ის ონლიან რეჟიმში წარმოებს არამედ იმითაც რომ მისი ელემენტები ხშირად ახალია და უცხო ტრადციული არბიტრაჟის მომხრეებისთვის. 

იმისათვის, რომ განვმარტოთ ონლაინ არბიტრაჟი, კარგი იქნება თუ გადავხედავთ მისი "წინაპრის" ტრადიციული არბიტრაჟის ელემეტებს. ბუნებრივია, რომ ამ ორს საკმაოდ ბევრი აქვთ საერთო, თუმცა ასევე ბევრია განსხვავება მათ ელემენტებს შორის. მეტიც, ზოგიერთი შემადგენელი ელემენტი შეიძლება საერთო არც იყოს და ეკუთვნოდეს მხოლო არბიტრაჟის ერთ ფორმას. ამიტომაც აუცილებელია ორივე ფორმის შემადგენელი ელემენტის შესწავლა სრულყოფილი განმარტების მისაღებად.



2. ონლაინ არბიტრაჟი და ტრადიციული არბიტრაჟის ელემენტები


საარბიტრაჟო ელემენტები ხშირად განსხვავდება სამართლებრივი სისტემების მიხედვით, რაც გარკვეულწილად ხელს შეგვიშლის ზოგადი განმარტების ჩამოყალიბებში. მიუხედავად ამისა, არბიტრაჟის ზოგიერთი ელემენტი ბევრ ქვეყანაში მსგავსია. 

არბიტრაჟის განმასხვავებელი ნიშნების გათვალისწინებით, შეიძლება დავინახოთმათი საერთო ნიშნებიც. არსებობს რამოდენიმე განმარტება, თუმცა ჩემი აზრით შემდეგი სახის განმარტება უფრო ფართო და მისაღებია: 

"არბიტრაჟი არის მექანიზმი, რომელიც ორი ან მეტი პიროვნების ინტერესიდან გამომდინარე, ანდობს ერთ ან მეტ პიროვნებას, არბიტრს, მათ შორის არსებული დავის გადაწყვეტას. არბიტრი ამ შემთხვევაში იღებს უფლებამოსილებას კერძო შეთანხმების საფუძველზე და არა სახელმწიფო ორგანოსგან, და ამით მას ეძლევა უფლება გადაწყვიტოს მხარეთა შორის წამოჭრილი დავა." 

ამ განმარტებიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ შემდეგი, იმისათვის რომ პროცესი მიჩნეულ იქნეს არბიტრაჟად, ის უნდა ატარებდეს შემდეგ დამახასიათებელ ნიშნებს:

-არბიტრაჟისათვის მიმართვის ორმხრივი თანხმობა 

-არბიტრების არჩევის უფლება

-სამართლიანი განხილვის უფლება

-შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილება



2.1 არბიტრაჟისათვის მიმართვის ორმხრივი თანხმობა 


ორმხირვი თანხმობა მიჩნეულია ტრადიციული არბიტრაჟის ერთ-ერთ ფუნდამენტალურ პრინციპად და აუცილებელია საარბიტრაჟო პროცესის ლეგიტიმიზაციისათვის. საარბიტრაჟო შეთანხმებების დროს, აუცილებელია რომ არსებობდეს, ნამდვილი ოფერტი და აქცეპტი და სამართლებრივი ვალდებულების წარმოშობის განზრახვა. საკმაოდ კარგად ჩამოყალიბებული წესია, რომ დაუშვებელია მხარეებზე ზეწოლის განხორიელება თანხმობის მიღების მიზნით და გადაწყვეტილების მიღების მართებულობისათვის აუცილებელია თავისუფალი და დამოუკიდებელი თანხმობა.

მიუხედავად ამისა, ონლაინ (არატრადიციულ) საარბიტრაჟო შეთანხმებაში მონაწილეობა შეიძლება ყოველთვის ურთიერთშეთანხმებითი არ იყოს. ზოგიერთ შემთხვევაში, მხარეებმა შეიძლება ჭეშმარიტად არ გამოხატონ საკუთარი თანხმობა და ამ დროს არბიტრაჟში მონაწილეობა არაპირდაპირი "ზეწოლის" შედეგად იქნეს განხორციელებული. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ხშირ შემთხვევაში საკუთარი ნებით თანხმობა "სამართლებრივი ფანტაზიაა".

მაგალითად, უტყუარი არჩევანის ნაკლებობამ შეიძლება მიგვიყვანოს ონლაინ ან ოფლაინ რეჟიმში არბიტრაჟის ჩატარებაზე თანხმობის არ არსებობამდე. არჩევანის ამგვარი ნაკლებობა შეიძლება აშკარა გახდეს იმ შემთხვევაში სადაც სახეზეა მონოპოლიური ძალაუფლება ან არსებობს დავამდე არსებული არბიტრაჟი მწარმოებლისა და მომხმარებლის (B2C) შეთანხმებაში. ამ შემთხვევებში, სუსტ მხარეს უწევს არჩევანის გაკეთება საარბიტრაჟო შეთანხმებასა და ხელშეკრულებაზე უარის თქმას შორის. ძალაუფლებებს შორის ბალანსის არ არსებობის გამო, შეიძლება მიჩნეულ იქნეს, რომ მხარე ჩაება საარბიტრაჟო შეთანხმებაში არაპირდაპირი ზეწოლის შედეგად.

ამის გამო კი წინა პლანზე იწევს შემდეგი საკითხი: არის თუ არა პირდაპირი თანხმობის არ არსებობა არბიტრაჟის გაუქმების საფუძველი.

ზოგიერთი აკადემიკოსი ამტკიცებს, რომ როდესაც სახეზეა საარბიტრაჟო ხელშეკრულებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით არჩევანის ნაკლებობა, სასურველია არბიტრაჟის არჩევა, რადგან ამ დროს საჭიროა ხელშეკრულების ფორმირება და პროცესის სამართლიანობა გადაწონის და ჩაანაცვლებს თანხმობის არსებობას.

საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ იქ სადაც მხარეთა ძალაუფლებებს შორის სახეზეა დისბალანსი, სუსტმა მხარემ შეიძლება ჭეშამარიტი რწმენით არ გამოხატოს საკუთარი თანხმობა არბიტრაჟთან დაკავშირებით, თუმცა ამან შეიძლება ხელი არ შეუშალოს ონალინ არბიტრაჟზე შეთანხმებას, თუ სხვა მოთხვონილებები, როგორიცაა ნაკლებად ძვირი საარბიტრაჟო პროცესი და პროცესის სამართლიანობა, ჩაანაცვლებენ თანხმობას.



2.2 არბიტრების არჩევის უფლება



ტრადიციულ არბიტრაჟში არბიტრები არ არიან სახელმწიფოს წარმომადგენლები და როგორც წესი მათი არჩევა ხდება მხარეების მიერ.

მხარეების მიერ არჩეული არბიტრი უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. ტერმინი დამოუკიდებლობა, შემდეგი სახით შეიძლება გავიგოთ: 

დამოუკიდებლობა არის ის რაც ზომავს არბიტრსა და მხარეთა შორის პირად, სოციალურ და ფინანსურ ურთიერტბას. რაც უფრო ახლოა ამ სფეროებს შორის კავშირი, მით უფრო ნაკლებად არის არბიტრი დამოუკიდებელი.

არბიტრის დამოუკიდებლობის განსაზღვრა შესაძლებელია არბიტრაჟის ჩატარებამდე და ის წარმოადგენს ობიექტურობის ტესტს, რაც განსაზღვრავს არბიტრის შესაძლებლობას წარმართოს მოლაპარკებები მხარეებს შორის დამოუკიდებლად და მიკერძოების გარეშე.

მიუკერძოებლობა წარმოადგენს სუბიექტურობის იმ ცნებას, გამოიხატება არბიტრსა და მხარეს შორის მისწრაფების არ არსებობაში, რაც შეიძლება გამოიხატოს პრივლეგირებული ურთიერთობიდან.

დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა არბიტრაჟის განმარტებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ. არბიტრები არ შეიძლება იყვნენ მხარეების წარმომადგენლები, და ისინი უნდა დარჩნენ დამოუკიდებელნი და მიუკერძოებულები, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გამოიტანენ სამართლებრივ გადაწყვეტილებას.

ონლაინ არბიტრაჟთან მიმართებაში კი ეს ორი ტერმინი კიდევ უფრო მაღალ დონეზე ადის. ნებისმიერ სარბიტრაჟო პროცესში, პროცედურულ პრინციპებთან მკაცრი კავშირი აუცილებელია.

დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა იმდენად ცენტრალური პროცესია, რომ ონლაინ არბიტრაჟის ჭეშმარიტ არბიტრჟად ჩამოყალიება მათ გარეშე ფაქტიურად შეუძლებელია და მათი შეზღუდვა კი დაუშვებელი - მხარეთა ორმხრივი შეთანხმების არსებობის გარდა.

2.3 სამართლიანი განხილვის უფლება

სამართლიანი განხილვა ნებისმიერი არბიტრაჟის სასიცოცხლო კომპონენტია, რადგან ის პროცესი რომელსაც არ გააჩნია სამარლიანი განხილვა შეიძლება არც იყოს მიჩნეული არბიტრაჟად. სამართლიანი განხილვის უფლება არბიტრაჟში ეხება თანასწორობის უფლებასა და უფლებას რომ პირის პოზიცია იქნეს გათვალისწინებული.

ონლაინ არბიტრაჟში, სამართლიანი განხილვის ყველა მოთხოვნასთან თანხვედრამ, შეიძლება გავლენა იქონიოს ონლაინ არბიტრაჟის ღირებულებასა და სისწრაფეზე. სისწრაფისა და ღირებულების ეფექტურობა კი ონლაინ არბიტრაჟის უპირატესობებია, რაც ამ უკანასკნელს უფრო სასურველს ხდის ტრადიციულ არბიტრაჟთან მიმართებაში.

სამართლიან განხილვასთან ერთად ონლაინ არბიტრაჟის მთავარი ელემენტია, რომ ის სწრაფი და ხელმისაწვდომი იყოს. ონლაინ რეჟიმში ორივე მათგანის მიღწევა შესაძლებელია გარკვეული ზედმეტი ხარჯების შემცირებით, როგორიც არის მგზავრობა და საცხოვრებლის ხარჯები.

2.4 შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილება

ტრადიციულ არბიტრაჟში, გადაწყვეტილები სავალდებულოობა ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია საქმის წარმოების დროს. მხარეები, არბიტრაჟზე შეთანხმების შემდგომ, აძლევენ არბიტრებს იურიდიულ როლს, რომ გადაწყვიტონ დავა და გამოიტანონ გადაწყვეტილება, რომელიც ისევე იქნება ეფექტური როგორც სასამართლოს გადაწყვეტილება.

ონლაინ არბიტრაჟის დროს კი გადაწყვეტილება ყოველთვის სავალდებულო არ არის. ასეთ შემთხვევბში გადაწყვეტილება არც ერთი მხარისთვის არ არის სავალდებულო ან ცალმხირვად სავალდებულოა. იმ შემთხვევაში თუ ონლაინ არბიტრაჟი არც ერთ მხარეს არ ავალდებულებს, დაუშვებელია პროცესის ჭეშმარიტ არბტირაჟად აღიარება, რადგან გადაწყვეტილება არ არის სასამართლოს გადაწყვეტილების მსგავსი და არბიტრსაც არ გააჩნია იურიდიული როლი.

იმ დროს როდესაც არბიტრაჟის სავალდებულოობა დამოკიდებულია ერთ-ერთი მხარის განზრახვაზე, პროცესი შეიძლება მივიჩნიოთ ჭეშმარიტ არბიტრაჟად თუ მხარე გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ აღიარებს, რომ მას აქვს სავალდებულო ძალა. ზოგიერთი სამართლებრივი სისტემა გამორჩეულად აძლევს მხარეს უფლებას, რომ მორიგდნენ თუ რა შემთხვევაში იქნება გადაწყვეტილება სავალდებულო <- პირობადებული არბიტრაჟი. სხვა სამართლებრივ სისტემებში კი, პირობადებული არბიტრაჟი შეიძლება ჭეშმარიტ არბიტრაჟად იქნეს მიჩნეული, თუ არბიტრაჟისათვის აუცილებელი პროცესუალური სტანდარტები სახეზე იქნება. 


3. ონლაინ არბიტრაჟი

3.1 განსაკუთრებული მახასიათებლები

ონლაინ საარბიტრაჟო პროცესი ხორციელდება სრულიად ონლაინ რეჟიმში, ონლაინ კომუნიკაციის საშუალებით ან ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში. სრულიად ონლაინ არბიტრაჟში მთელი პროცესი მიმდინარეობს ელ-ფოსტის, ვიდეო კონფერენციის და სხვა ვებზე დაფუძნებული კომუნიკაციების საშუალებით. ნაწილობრივი ონლაინ არბიტრაჟი კი ხორციელდება ზემოთხსენებული კომუნიკაციის საშუალებებითა და ოფლაინ მახასიათებლებით, როგორიცაა პირდაპირი შხვედრები და ფაქსის ან ფოსტის გამოყენება, არბიტრებს შორის კომუნიკაცია და გადაწყვეტილების მიწოდება.

3.2 განმარტება

ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ:
ონლაინ არბიტრაჟი არის პროცესი, რომლის საშუალებითაც მხარეებს ორმხრივი თანხმობის საფუძველზე შეუძლიათ დავის გადაცემა არასამთავრობო დაწესებულებისათვის, რომელსაც ირჩევენ თვითონ მხარეები, რათა მოხდეს სავალდებულო, არასავალდებულო ან ცალმხრივად სავალდებული გადაწყვეტილების გამოტანა, რომელიც გადაწყვეტს დავას ნეიტრალური პროცესების გათვალისწინებით, რაც მოიცავს სამართლიან განხილვას მხარეთა შეთანხმების ან არბიტრაჟის ტრიბუნალის გადაწყვეტილების შესაბამისად. ონლაინ არბიტრაჟის პროცესი შეიძლება განხორციელდეს სრულიად ონლაინ ან ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში ინტერნეტ ტექნოლოგიის გამოყენებით.

აქედან გამომდინარე ონლაინ არბიტრაჟის დაყოფა შეიძლება შემდეგ ნაირად:
-სრულიად ონლაინ სავალდებულო არბიტრაჟი
-სრულიად ონლაინ არასავალდებულო არბიტრაჟი
-ცალმხრივად სავალდებულო ონლაინ არბიტრაჟი
-ნაწილობრივ ონლაინ სავალდებულო არბიტრაჟი
-ნაწილობრივ ონლაინ ცალმხრივი სავალდებულო არბიტრაჟი
-ნაწილობრივ ონლაინ არასავალდებულო არბიტრაჟი.








No comments:

Post a Comment