Thursday, May 17, 2012

ვინ არის პასუხისმგებელი თქვენი საბანკო ანგარიშის უსაფრთხოებაზე?

ცალსახა პასუხი არ არსებობს. არსებობენ მხოლოდ ვარიანტები. ამ ვარიანტებს ადგენს ერთის მხრივ კანონი, თუ ასეთი არსებობს, და მეორეს მხრივ თქვენი სამომხმარებლო შეთანხმება ბანკთან, როდესაც თანხმდებით ინტერნეტ ბანკინგზე. საბოლოოდ კი სასამართლო, კიბერადვოკატის დახმარებით ან უმისოდ, თუ მხარეები ვერ თანხმდებიან ანაზღაურებაზე.

ზოგადად პასუხისმგებლობის საკითხი ასე განისაზღვრება, პასუხისმგებელია:

1. ანგარიშის მფლობელი. თუ თქვენი საბანკო ანგარიშიდან ჰაკერ(ებ)მა თანხა დაიტაცეს და ამაში თქვენ ხართ პირდაპირ ან ირიბად დამნაშავე (საეჭვო ელფოსტის გახსნა, უამრავი საეჭვო გვერდებიდან არაუსაფრთხო, პორნოგრაფიული და მსგავსი მასალების გადმოწერა) მასალების ინსტალაცია/გადმოწერა, რამაც გზა გაუხსნა ჰაკერს თქვენი პირადი ინფორმაციისკენ -მონაცემები, პაროლები, მომხმარებლის სახელები და ა.შ. 

2. თქვენი ბანკი. თუ ეს მოხდა ბანკის მხრიდან არასაკმარისი დამცველი სისტემის, პროფესიული დაუდევრობის ან ცენტრალური კომპიუტერის დაზიანების გზით, რომელმაც არა მხოლოდ თქვენი არამედ კიდევ სხვა მომხმარებლების დაზიანება გამოიწვია. როგორც წესი, ბანკებისთვის ორივე შემთხვევა წამგებიანია. ერთი იმიტომ, რომ ონლაინ ბანკინგის უპირატესობა მდგომარეობს იმაში რომ საბანკო სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან, 24 საათი 365 დღე წელიწადში და ეს სასარგებლოა არა მხოლოდ მომხმარებლისთვის არამედ ბანკისთვისაც. და მეორე, საბანკო რეპუტაციის შებღალვის თავიდან ასაცილებლად. 

ერთ და მეორე შემთხვევაშიც, საქმე გვაქვს საიდენტიფიკაციო მონაცემების მოპარვასთან. როგორც წესი ჰაკერი ამ მონაცემების მოპოვების შემდეგ ქმნის ვირტუალ ონლაინბანკინგის გვერდს  და შეყავს მოპარული მონაცემები. მარტივი რჩევა: არასოდეს შეინახოთ თქვენი საბანკო პაროლები კომპიუტერში!

არსებობს უამრავი სასამართლო საქმე რომლებშიც გამართლებული იქნა, როგორც ბანკი ასევე მომხმარებელი. ამდენად, ზემოაღნიშნული ზოგადი წესი მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა და გადაუწყვეტელი დავის შემთხვევაში მხოლოდ სასამართლოა იმის დამდგენი თუ კონკრეტული საქმის არსებითი გარემოებებიდან ვის და როგორ უნდა დაეკისროს ზარალის ანაზღაურება.

No comments:

Post a Comment