Saturday, May 12, 2012

ვის ეკუთვნის ინტერნეტი?

არის თუ არა ინტერნეტი ვინმეს საკუთრება? ამ ერთი შეხედვით მარტივ კითხვაზე პასუხი საკმაოდ რთულია. არაერთი სწორი თუ მცდარი პასუხიდან მინიმუმ 2 არსებობის ლეგალურ უფლებას იმსახურებს - 1. ინტერნეტი ეკუთვნის მომწოდებელს (ე.წ. პროვაიდერს ISP) და 2. მომხმარებელს, ანუ ჩვენ ყველას. იმისათვის, რომ ეს ვირტუალური პროდუქტი, ქონება მომხმარებელს ეკუთვნოდეს ფორმალურად, მის მოწოდება/შეწყვეტაზე ფორმალური კონტროლის განხორციელების უფლება არავის არ უნდა ჰქონდეს. ამდენად მთავარია არა ის თუ რამდენად მაღალშემოსავლიანი ვებპორტალის მფლობელი (ცუკენბერგი) ხარ არამედ ის თუ ვინ გაწვდის სიგნალს. და თუ ვინმეს ამ სიგნალის მოწოდება/შეწყვეტაზე ხელი არ მიუწვდება, ფორმალურად, მაშინ ინტერნეტი გამოდის რომ ნეიტრალური ყოფილა, ანუ თან ყველასი, თან არავისი. 

მსოფლიოში სულ 2 სახელმწიფოა, რომელმაც ინტერნეტი ნეიტრალურად გამოაცხადა. ერთი იყო ჩილე, ხოლო 11 მაისიდან ჰოლანდიაც. ინტერნეტის ნეიტრალურად გამოცხადება გამოიხატება იმაში, რომ ჰოლანდიაში მიღებული ახალი კანონის მიხედვით ინტერნეტ პროვაიდერ კომპანიებს ეკრძალებათ ინტერნეტის მიწოდების შეწყვეტა ან სიჩქარის დაკლება თავიანთი მომხმარებლებისათვის. რა თქმა უნდა კანონი ითვალისწინებს ტექნიკურად მოტივირებულ გადახვევებს ამ აკრძალვებიდან, კერძოდ სიჩქარის დაკლებასა და დროებით შეწყვეტასთან მიმართებაში, მაგრამ როგორც დროებით ზომას, რომელსაც კარგად მოტივირებული გადაწყვეტილება უნდა ედოს საფუძვლად. ამასთან, კანონი ითვალისწინებს, რომ მობილური და ინტერნეტ სერვისების მომწოდებელ კომპანიებს ეკრძალებათ სერვისის გადასახადის კლიენტებთან შეთანხმების გარეშე გაზრდა ან რაიმე სახის დამატებითი მოსაკრებლის დაწესება.
კანონი პირდაპირ ითვალისწინებს, რომ პროვაიდერ კომპანიებს ეკრძალებათ Skype-ისა და  SMS-ს სერვისების შეზღუდვა და დაბლოკვა. 



Sir Tim Berners-Lee

1990 წელს ამ ადამიანმა გამოიგონა ინტერნეტი, მაგრამ ის მისი საკუთრება არაა. გამოდის, რომ თუ მსგავსი კანონი სხვა ქვეყნებშიც არ იქნება მიღებული, ინტერნეტის მესაკუთრეებად ითვლებიან ინტერნეტის მომწოდებელი კომპანიები. ინტერნეტის მფლობელობის შესახებ წარმოგიდგენთ ლორენს ლესიგის ცნობილ სტატიას http://www.ttivanguard.com/bru_reconn/lessig.pdf

No comments:

Post a Comment