Friday, May 11, 2012

ელექტრონული ბიზნეს რეგისტრატურა



2007 წლიდან ესტონეთში მოქმედებს ელექტრონული ბიზნეს რეგისტრატურა. მისი საშუალებით შესაძლებელია საწარმოს დაფუძნება და რეგისტრაცია ელექტრონულად, სახლიდან გაუსვლელად. მისი მეშვეობით ხდება არა მხოლოდ რეგისტრაცია, არამედ შემდგომი ცვლილებების შეტანა საწარმოს დოკუმენტაციაში, საფინანსო ანგარიშების წარდგენა, სხვა კომპანიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოპოვება, პოლიტიკური პარტიების წევრთა შესახებ ინფორმაციის მიღება და წარმოადგენს ელექტრონული მმართველობის სწრაფ და უსაფრთხო საშუალებას. ამ სისტემამ დაამყარა მსოფლიო რეკორდი, როდესაც მისი მეშვეობით მოხდა საწარმოს რეგისტრაცია 18 წუთში. სისტემა იღებს საზღვარგარეთ არსებულ ციფრულ ხელმოწერებს, რამაც მისი მოხმარება 20 მილიონამდე გაზარდა (ესტონეთის მოსახლეობა 1.5 მილიონია სულ). 


სისტემის მეშვეობით შესაძლებელია ყველა საჯარო ორგანოდან ელექტრონულად ინფორმაციის მიღება და რეგისტრაციის განხორციელება.


No comments:

Post a Comment