Wednesday, May 23, 2012

მსგავსი დომეინ სახელების დავების გადაწყვეტის პოლიტიკა (UDRP)

რა არის მსგავსი დომეინ სახელების დავების გადაწყვეტის პოლიტიკა?


მსგავსი დომეინ სახელების დავების გადაწყვეტის პოლიტიკა ანუ (UDRP), არის სახელებისა და ციფრების მინიჭების ინტერნეტ კორპორაციის (ICANN) მიერ, 1999 წელს, შემუშავებული საარბიტრაჟო პოლიტიკა. აღნიშნული დოკუმენტი ეხება ყველა მაღალი დონის დომეინებს, როგორებიცაა .aero, .asia, .biz, .cat, .com, .coop, .info, .jobs, .mobi, .museum, .name, .net, .org, .pro, .tel, .travel და ქვეყნების დომეინებს. 
UDRP-ის წესები ვრცელდება სხვადასხვა სახის დავებზე, რომლებიც წარმოიშობა რეგისტრანტებსა და მესამე პირებს შორის, რაც გამოიხატება რეგისტრაციასა და დომეინ სახელის გამოყენებაზე. აღნიშნული პოლიტიკა შეიქმნა ცნობილი ბრენდებისა და სავაჭრო ნიშნების უფლებების დაღვევისაგან დაცვის მიზნით, რაც გამოიხატება მესამე პირების მიერ სარგებლის მიღების მიზნით განზრახ შემაცდენელი დომეინ სახელების დარეგისტრირებაში. UDRP სავალდებულოა ყველა დომეინ სახელის რეგისტრატორისათვის.

პროცესი

UDRP-ის წესების დარღვევასთან დაკავშირებით საარბიტრაჟო განხილვა ხორციელდება ონლაინ რეჟიმში ან ელ-ფოსტის საშუალებით - გადაადგილების, მოსმენების, სასამართლო პროცესებისა და აპელაციის გარეშე. აღნიშნული დავების განხილვა შეუძლია რამოდენიმე  ორგანიზაციას მათ შორის მსოფლიოს ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციასეროვნულ საარბიტრაჟო ფორუმს  და ჩეხეთის საარბიტრაჟო კომისია. დავის გადაწყვეტა კი ფაქტიურად 6 ნაბიჯად არის დაყოფილი:

  1. UDRP-თან დაკავშირებული საჩივარის ჩამოყალიბება და გაგზავნა, დავის გადამწყვეტი მომსახურების მიმწოდებლისათვის. აღნიშნული უნდა შეიცავდეს ყველა ფაქტობრივ და სამართლებრივ არგუმენტსა თუ მტკიცებულებას.            დრო: 1-2 კვირა
  2. მომსახურების მიმწოდებელი განიხილავს საჩივრის შესაბამისობას UDRP-თან. დრო: 1 კვირა
  3. მომსახურების მიმწოდებელი ატყობინებს რეგისტრანტს / უფლების დამრღვევს. დრო: 20 დღე საპასუხო შეტყობინების გასაგზავნად
  4. ინიშნება დომეინ სახელების არბიტრი.                                                                                      დრო: 14 დღე მომსახურების მიმწოდებლისათვის გადაწყვეტილების მისაწოდებლად.
  5. მხარეების ინფორმირება გადაწყვეტილების შესახებ.                                                            დრო: 1-2 კვირა გადაწყვეტილების მიწოდების შემდეგ.
  6. მოსარჩელესათვის  დომეინ სახელის გადაცემა (დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში)                                                                                                                                           დრო: 10 დღიანი მოსაცდელი პერიოდის შემდეგ, თუ არ იქნება შეტანილი სასამართლო სარჩელი.
UDRP-ის გამოყენებისათვის აუცილებელია, რომ სახეზე იყოს შემდეგი მოთხოვნები:
  • დომეინ სახელი იდენტურია ან შემაცდენლად მსგავსია იმ სავაჭრო ნიშნისა, რომელზეც მომჩივანს გააჩნია უფლება.
  • რეგისტრანტს არ აქვს არანაირი უფლება ან ლეგიტიმური ინტერესი დომეინ სახელის მიმართ.
  • დომეინ სახელი დარეგისტრირებულია და გამოიყენება ბოროტი ნებით.

ICANN-ის სტატისტიკის მიხედვით:
  • 1999 - 2007 წლებში 26000-ზე მეტი საჩივარი იქნეა შეტანილი ეროვნულ საარბიტრაჟო ფორუმსა და მსოფლიოს ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციაში
  • ყველაზე მეტი სარჩელი შეტანილ იქნა 2008 წელს (მსოფლიოს ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციაში)
  • გადაწყვეტილებათა 85%-ზე მეტი ეხება დომეინ სახელის გადაცემას



No comments:

Post a Comment