Thursday, January 24, 2013

ელექტრონული მტკიცებულება - როგორ დავიცვათ თავი


ელექტრონულ მტკიცებულებათა ექსპერტიზა და ადვოკატირება - R.B.& Partners-ის ექსკლუზიური შეთავაზება

თუ თქვენ ბრალი გედებათ სისხლის სამართლის დანაშაულში, ელექტრონულ (კომპიუტერული, მობილური ან სხვა) მტკიცებულებას, რომელიც თქვენი პერსონალური თუ სამსახურებრივი კომპიუტერიდან, მობილურიდან თუ მონაცემთა ელექტრონული გადაცემის ხელსაწყოდან იქნება მოპოვებული, შეუძლია, ფიზიკური მტკიცებულებისგან განსხვავებით, როგორც თქვენი გამართლება, ასევე უსამართლო დასჯა. თანაც ისე, რომ არც გამომძიებელს, არც პროკურორსა და არც მოსამართლეს თავიანთი გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი არ შეეპაროს.
არასათანადო წესითა და კვალიფიკაციით განხორციელებული ასეთი მტკიცებულების მოპოვების მეთოდიკამ დიდი შანსია თქვენ სამუდამოდ დაგაზარალოთ ან გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს თქვენ რეპუტაციას, ბიზნეს ან კარიერას. ელექტრონული მტკიცებულება ასევე შეიძლება აღმოჩნდეს ერთადერთი გამამართლებელი ალიბი თქვენთვის. ამდენად, ასეთი სახის ექსპერტიზის განხორციელება აუცილებელი და გადაუდებელი პირობაა სისხლის სამართლებრივი ბრალდებისა და სასჯელისგან თავის ეფექტურად დასაცავად. ასეთი ექსპერტიზა მით უმეტეს მნიშვნელოვანია, როდესაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ელექტრონული მტკიცებულების მოპოვების, დაცვისა და ანალიზის სპეციალურ წესებს, რაც უნდა განსხვავდებოდეს ჩვეულებრივი, რეალური და ფიზიკური მტკიცებულებების მოპოვებისა და დაცვის წესებისაგან.
განვიხილოთ მაგალითი. თუ თქვენი კომპიუტერი, ან ინტერნეტში ჩართული მობილური, პლანშეტი ან სხვა მოწყობილობა არასათანადო, არალიცენზირებული სისტემებითაა დაცული (თუმცა ასეთი დაცვის შემთხვევაშიც რისკი დიდია), მაშინ თქვენ დგეხართ რისკის წინაშე, რომ თქვენი მოწყობილობა გამოყენებულ იქნეს დანაშაულის ჩასადენად. დავუშვათ და მოხდა ასეთი დანაშაულის ჩადენა (მაგ. ვირუსის გავრცელება, უნებართვო შეღწევა და სხვა თქვენი კომპიუტერის მეშვეობით) ისე, რომ თქვენ ამის შესახებ არაფერი იცით. როგორ დაამტკიცებთ საგამოძიებო და სასამართლო ორგანოებს წინაშე, რომ ეს ქმედება თქვენ არ ჩაგიდენიათ? მეტიც, თუ საგამოძიებო ორგანოებმა ამოიღეს, დალუქეს და წაიღეს თქვენი კომპიუტერი, ვინ მოგცემთ გარანტიას, რომ საგამოძიებო ორგანოების მიერ მისი დათვალიერების დროს თქვენ კომპიუტერში არ მოხვდება ვირუსი, უკანონო მასალა ან ისეთი მტკიცებულება, რომელიც თქვენს წინააღმდეგ იმოქმედებს, მიუხედავად იმისა, ექნება თუ არა ასეთი განზრახვა გამომძიებელს? სწორედ ამიტომ, ჩვენი კომპანია მუშაობს საქართველოში პირველად, სპეციალური მეთოდით, რომელიც ითვალისწინებს ელექტრონული მტკიცებულების ექსპერტიზაზე დაყრდნობილ სამართლებრივ დაცვას. წინა-სასამართლო და სასამართლო დავის წარმოების პროცესი აგებულია ელექტრონული მტკიცებულებისა და საპროცესო ნორმების სპეციფიურ შერწყმაზე, რაც ითვალისწინებს როგორც პროგრამულ საინჟინრო ექსპერტიზას, ასევე კვალიფიცურ კიბერადვოკატირებას. 

No comments:

Post a Comment