Thursday, January 24, 2013

ელექტრონული მტკიცებულება - როგორ დავიცვათ თავი


ელექტრონულ მტკიცებულებათა ექსპერტიზა და ადვოკატირება - R.B.& Partners-ის ექსკლუზიური შეთავაზება

თუ თქვენ ბრალი გედებათ სისხლის სამართლის დანაშაულში, ელექტრონულ (კომპიუტერული, მობილური ან სხვა) მტკიცებულებას, რომელიც თქვენი პერსონალური თუ სამსახურებრივი კომპიუტერიდან, მობილურიდან თუ მონაცემთა ელექტრონული გადაცემის ხელსაწყოდან იქნება მოპოვებული, შეუძლია, ფიზიკური მტკიცებულებისგან განსხვავებით, როგორც თქვენი გამართლება, ასევე უსამართლო დასჯა. თანაც ისე, რომ არც გამომძიებელს, არც პროკურორსა და არც მოსამართლეს თავიანთი გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი არ შეეპაროს.

Wednesday, January 16, 2013

რუსეთის კიბერ შესაძლებლობები (კვლევა)



რუსეთის კიბერშესაძლებლობები
ნიკოლოზ კოხრეიძე

ზოგადი მიმოხილვა

თანამედროვე სამყაროში კიბერშეტევების სიხშირე და სიმძლავრე ყოველდღიურად იზრდება, ამას კი ხშირ შემთხვევაში ტექნოლოგიების მოხმარებაში გათვითცნობიერება განაპირობებს. დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებითა და შესაბამისად მათი მანიპულირებითაც, ისინი ხვდებიან რომ ამ მეთოდებით შესაძლებელია სერიოზული ზიანის მიყენება და ზოგჯერ მნიშვნელოვანი სარგებლის მიღებაც კი.
კიბერშეტევები ძირითადად ცალკეული დაჯგუფებების მიერ ხორციელდება და მიზნად ზიანის მიყენებას ან ჩვეულებრივი მოხმარებლისათვის მიუწვდომელი ინფორმაციის მიღებას ისახავს. ამ მთავარი ასპექტებიდან გამომდინარე კი მრავალმა დომინანტმა სახელმწიფომ გადაწყვიტა კიბერუსაფრთხოებისა და კიბერშეტევების სახელმწიფო და სამხედრო დონეზე აყვანა, შესაბამისად კონკრეტულმა სახელმწიფო სტრუქტურებმა საკუთარ რიგებში ჩართეს მაღალი დონის სპეციალისტები, რომელთაც შესწევთ ძალა განახორციელონ მასობრივი კიბერშეტევები, აწარმოონ კიბერშპიონაჟი და მოაწყონ დივერსიები.

CYBERLAW - კიბერსივრცის სამართალი: Facebook 5830, US Constitution 4543 - დაცულია თუ ა...

CYBERLAW - კიბერსივრცის სამართალი: Facebook 5830, US Constitution 4543 - დაცულია თუ ა...: რას გამოხატავს ეს რიცხვები? ან რა კავშირშია ფეისბუკი და ამერიკის კონსტიტუცია?  პირველი მიანიშნებს ფეისბუკის privacy policy-ს სიტყვ...

Facebook 5830, US Constitution 4543 - დაცულია თუ არა თქვენი ფეისბუკის გვერდი



რას გამოხატავს ეს რიცხვები? ან რა კავშირშია ფეისბუკი და ამერიკის კონსტიტუცია? 
პირველი მიანიშნებს ფეისბუკის privacy policy-ს სიტყვათა რაოდენობას და აჭარბებს ყველა სხვა სოციალური ქსელის იგივე პოლიტიკის სიტყვათა რაოდენობას მინიმუმ 2-3 ჯერ. ვინმე კითხულობს? რა თქმა უნდა არა. შესაბამისად არც რაიმე მნიშვნელობა აქვს რამდენი სიტყვა იქნება მასში? რა თქმა უნდა აქვს. ნიუ იორკ ტაიმსის ანალიზის მიხედვით, ერთ ფეისბუკის მომხმარებელს უხდება 50-ზე მეტი ღილაკის დაჭერა, 170-ზე მეტი ოფციის შემადგენლობით, რომ მთლიანად გამორთოს პირადი ინფორმაციის სერვერზე შენახვის მექანიზმი.