Monday, November 19, 2012

ვის ეკუთვნის ბმული? ევროპა გუგლის წინააღმდეგ

მართლაც და, ვის ეკუთვნის ე.წ. ბმული, იგივე "ლინკი", ვინ არის მისი მფლობელი - ის ვინც ე.წ. "დასალინკი მასალა და ლინკი" შექმნა თუ ის ვინც ეს ლინკი მსოფლიოს დაუკავშირა და აჩვენა? პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს მილიონობით პროდუქციის მწარმოებელთან, რომლებიც ათავსებენ საკუთარ ინტელექტუალურ თუ სხვა პროდუქციას თავიანთ ვებ-გვერდებზე და მეორე შემთხვევაში გუგლთან, რომელიც ამ ვებგვერდების ინდექსაციას და შესაბამისად მათ განთავსებას ინტერნეტში.

როგორც ჩანს ბებერი ევროპა გვიან მიხვდა რომ სწორედ მსგავსი მარტივი ინდექსაციით გახდა გუგლი მილიარდერი დააკავშირა რა ეს ლინკები ერთმანეთს და მიიღო მოგება მილიონობით რეკლამის დამკვეთისაგან. ნათქვამია სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო და ევროპელმა გამომცემლებმაც გადაწყვიტეს თვითონაც მიიღონ სარგებელი ამ საქმიდან. კერძოდ, ისინი მოითხოვენ გუგლისგან გადასახადს ყველა იმ ლინკისათვის რომელიც გუგლმა გამოიყენა. ასე მაგალითად, გერმანიის პარლამენტი განიხილავს მერკელის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს რომლითაც ნებისმიერი გერმანული კომპანია უფლებამოსილი იქნება გუგლს მოთხოვოს გადასახადი როდესაც ეს უკანასკნელი მცირე ციტატებსაც კი  მოიყვანს არსებული საგაზეთო თუ საინფორმაციო ლინკებიდან. ამ ინიციატივას ფრანგებმაც აუბეს მხარი და საფრანგეთის პრეზიდენტმა ოლანდმა განაცხადა იგივე პრეტენზიის შესახებ.

Saturday, November 17, 2012

კიბერსამართლისა და კიბერუსაფრთხოების კვლევითი ცენტრი ინფო 9-ის ეთერში

კიბერსამართლისა და კიბერუსაფრთხოების კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან ბოძაშვილი საუბრობს, კიბერდანაშაულზე და უკანასკნელ დროს განვითარებულ მოვლენებზე ინფო 9-ის ეთერში.

Info 9